June 1, 2016
საჯარო შეტყობინება თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში –მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ […]
June 1, 2016
სასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა სასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა განაპირობებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ თუ ადრესატმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი, სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. აღნიშნული წესიდან […]
June 1, 2016
სასამართლო უწყების ჩაბარება, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე,იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან […]
June 1, 2016
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასვა დარიცხვის სქემის მქონე საბანკო პროდუქტების შესადარებლად. მაგ: თანხის ვადიან ანაბარზე განთავსებისას, თანაბარი პირობების არსებობისას, პროცენტის რთული დარიცხვის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი […]
June 1, 2016
სასამართლო უწყების ჩაბარება სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო უწყების გაგზავნა სასამართლო უწყება შეიძლება გაიგზავნოს: 1.ფოსტით; 2.სასამართლო კურიერის მეშვეობით; 3.ტექნიკური საშუალებებით: ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით. 4. მხარეთა […]
June 1, 2016
სასამართლო უწყება რა არის სასამართლო უწყება ? სასამართლო უწყებით, მხარეს (ან მის წარმომადგენელს), ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. მაგ: სასამართლო უგზავნის მხარეებს უწყებას, სასამართლო სხდომის გამართვის ადგილის და დროის თაობაზე. უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა: 1.თავად მხარეს. 2. მხარის წარმომადგენელს -წარმომადგენელი […]
May 30, 2016
რა არის იპოთეკა? კრედიტორის მოთხოვნა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი, როგორიცაა პირგასამტეხლო, თავდებობა, იპოთეკა და ა.შ. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების მიზანია, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუწყონ ხელი. მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იპოთეკა, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად. იპოთეკარის მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი […]
May 30, 2016
სესხის პროცენტის ოდენობა სესხის პროცენტის ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ […]
May 29, 2016
სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთ მხრივ სესხის სარგებლის (პროცენტის) ცნება და მეორე მხრივ სესხის ხელშეკრულების დარღვევისათვის გადასახდელი ზიანის ანაზღაურება. სესხის სარგებლის, იგივე პროცენტის ცნება განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში. ონლაინ სესხების კომპანიების ხელშეკრულებაში, იგი მოხსენებულია, როგორც სესხის საკომისიო. სამოქალაქო კოდექსის 625-ე […]
May 29, 2016
სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე სუსგ.№ას-970-928-2013, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის […]