March 25, 2017

საიტების დამზადება ფინანსების სფეროში

საიტების დამზადება ფინანსების სფეროში საქართველოს ფინანსურ სივრცეში, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ონლაინ სესხბის საიტები, თუმცა 2017 წლის დასაწყისში შესული რეგულაციების შედეგად, ონლაინ სესხის საიტების დამზადება აღარ არის სარფიანი. მეორე მხრივ, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, რადგან სესხზე მოთხოვნა არსად არ გამქრალა, მოკლე ვადიანი სესხები გარდაიქმნა შედარებით უფრო გრძელვადიან სესხებად. ასევე პოპულარული […]
September 2, 2016

კეთილსინდისიერი იპოთეკარის დაცვა

კეთილსინდისიერი იპოთეკარის დაცვა წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება კეთილსინდისიერი იპოთეკარის ცნებასა და მისი უფლებების დაცვის შესახებ.  იხ. ასევე სტატია – რა არის იპოთეკა. ვინ არის კეთილსინდისიერი იპოთეკარი? კეთილსინდისიერი იპოთეკარი არის პირი, რომელმაც უძრავ ქონებაზე შეიძინა იპოთეკის უფლება, ისე რომ არ იცოდა უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლის შესახებ. მაგალითი N-1: „A”-ს […]
August 6, 2016

როგორ უნდა მოიქცეთ სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას?

როგორ უნდა მოიქცეთ სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას? არსებული პრაქტიკის მიხედვით, სესხის ამომღები კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან, უკავშირდებიან პრობლემურ კლიენტებს და ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ემუქრებიან სასამართლოთი, ქონების გაყიდვით და ათასგვარი პრობლემის შექმნით, რის შემდეგაც შეშინებული კლიენტი შედის მათთან გარიგებაში და ზეპირი შეთანხმების […]
August 6, 2016

პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები

პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები ფინანსურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან აქტუალური საკითხია საქართველოს დღევანდელ რეალობაში, რაც უპირველესყოვლისა გამოწვეულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების არსებობით. ამის ნათელი ინდიკატორია მოვალეთა რეესტრი და მასში მოვალეთა ოდენობა, რომელიც მილიონს დიდი ხანია, რაც გადაცდა. ფინანსური ორგანიზაციების პრობლემური აქტივების ზრდის პროპორციულად, იზრდება ასევე „ სესხების ამომღები კომპანიების“ […]
August 4, 2016

პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვა

პროცენტის დარიცხვის მარტივი და რთული მეთოდი ამ სტატიაში საუბარი იქნება პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვის მეთოდების შესახებ, ანაბრის ხელშეკრულების მაგალითზე. თუ ანაბრის თანხაზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის დარიცხვა ხდება პერიოდის ბოლოს ერთჯერადად, დარიცხვის მეთოდს ჰქვია მარტივი. მარტივია ასევე დარიცხვის სქემა, თუ პროცენტის დარიცხვა ხდება დეპოზიტის მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე, მაგრამ […]
August 4, 2016

ზიანის ანაზღაურება არაუზრუნველყოფილი სესხის დროს

ზიანის ანაზღაურება არაუზრუნველყოფილი სესხის დროს ამ სტატიაში განვიხილავთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხებს, როდესაც სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არანაირ უზრუნველყოფის ღონისძიებას, მაგ: არ არის განსაზღვრული ფულადი პროცენტი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ. 1. სიტუაცია პირველი –როცა სესხი უპროცენტოა და მისი გადახდის ვადა დადგა […]
August 1, 2016

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება ამ სტატიაში საუბარი იქნება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხებზე, კერძოდ რისი მოთხოვნის უფლება აქვს გამსესხებელს, როდესაც მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს. ამ საკითხს განვიხილავთ, როგორც უზრუნველყოფილ, ისე არაუზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში. სესხის უზრუნველყოფა შესაძლებელია სხვადასხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებით, როგორიცაა პირგასამტეხლო, თავდებობა, გირავნობა, იპოთეკა […]
July 31, 2016

მტკიცების ტვირთი სესხის დავებზე

მტკიცების ტვირთი სესხის დავებზე ამ სტატიაში განვიხილავთ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლო დავების დროს, მტკიცების ტვირთის საკითხს. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/3521-13 : “ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება […]
July 24, 2016

სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე N-2/15104 -13, რომელიც ეხება იურიდიულ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად სესხისათვის სარგებლის სახით 10 %-ის დაკისრება, რაც წლიურად უდრის 120%-ს არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის […]
July 20, 2016

სესხის ხელშეკრულების შინაარსი

სესხის ხელშეკრულების შინაარსი რა საკითხებზეა შეთანხმება საკმარისი  სესხის ხელშეკრულების დასადებად? სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ არსებობს შემდეგ საკითხებზე შეთანხმება: მხარეები– სესხის ხელშეკრულება დადებული ვერ იქნება თუ არ არის ზუსტად განსაზღვრული თუ ვინ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების მხარეებს. სესხის საგანი– სესხის საგანს წარმოადგენს ფული ან გვაროვნული ნივთები, ბუნებრივია თუ არ იქნა განსაზღვრული, […]