April 25, 2016
სესხის არსებობის აღიარება სესხის არსებობის აღიარება არის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი. მოთხოვნის არსებობის აღიარება სხვადასხვა მოქმედებაში შეიძლება გამოიხატოს, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას. ამ მოქმედებებიდან კანონი ასახელებს ავანსის, პროცენტის და კრედიტორისათვის გარანტიის მიცემას. მაგრამ არ გამორიცხავს მოთხოვნის აღიარების სხვა მოქმედებებსაც, რომლებიც მოწმობენ მოთხოვნის აღიარებაზე. ასეთი მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ მხოლოდ […]
April 25, 2016
ხანდაზმულობის გასვლის შედეგები მოთხოვნის ხანდაზმულობას გააჩნია კონკრეტული სამართლებრივი შედეგი- გამსესხებელი აღარ არის უფლებამოსილი, იძულებითი წესით, სასამართლოს მეშვეობით დაიკმაყოფილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა. სესხის ხანდაზმულობა არ გულისხმობს, გამსესხებლის უფლების შეზღუდვას- მიმართოს სასამართლოს. გამსესხებელი უფლებამოსილია, ხანდაზმულობის მიუხედავად, მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, თუმცა თუ მსესხებელი […]
April 24, 2016
ხანდაზმულობა, სესხის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თუ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება ვადამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება შეწყვეტის შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მაგ: სესხის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის იანვარში, ორი წლის ვადით-2018 წლის იანვრამდე. მსესხებელი არ იხდიდა ყოველთვიურ პროცენტს, რის გამოც, გამსესხებელმა 2017 წის იანვარში ცალმხრივად შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და […]
April 24, 2016
პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურება ამ სტატიაში განიხილება პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას შორის მიმართება. პირგასამტეხლო წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობისაა, ვიდრე პირგასამტეხლო, მაშინ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას […]
April 24, 2016
მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება ეს სტატია ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხდება მოძრავი ნივთების დაყადაღება, რომლებიც მოვალეს არ ეკუთვნის. მაგ: „ა“-მ შეიტანა სარჩელი „ბ“-ს წინააღმდეგ სესხის თანხის – 10.000 ლარის მოთხოვნით. ამავდროულად მოითხოვა „ბ“-ს მოძრავი ნივთების დაყადაღება. სასამართლო განჩინების საფუძველზე, აღმასრულებელმა დააყადა „ბ“-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით […]
April 24, 2016
ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, ხანდაზმულობის შეჩერებისაგან განსხვავებით განსხვავებულ იურიდიულ შედეგებს იწვევს, კერძოდ „შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება“. მაგ: A-ს უნდა დაებრუნებინა სესხი B-სთვის, 2012 წლის 10 აპრილამდე. 2014 წლის 10 მაისს, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან, […]
April 24, 2016
თავდებობა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება თავდები უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში, მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების შესახებ. გამსესხებელი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მსესხებელი ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. ასევე იგი ვალდებულია მოთხოვონისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია. დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია დადებითი გავლენა მოახდინოს თავდების მიერ სესხის ძირითადი […]
April 24, 2016
ვადიანი და უვადო თავდებობა თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. ვადიანი თავდებობა წყდება ვადის გასვლის მომენტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადა 5 წელზე მეტი ხნით არის განსაზღვრული. ასეთ შემთვევაში თავდებს შეუძლია მოითხოვოს თავდებობის შეწყვეტა, თუმცა აღნიშნული განხორციელდება მოთხოვნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ანალოგიური პროცედურით ხორციელდება უვადო თავდებობის შეწყვეტაც.
April 24, 2016
თავდების მიერ გამსესხებლის დაკმაყოფილების შედეგები იმის შემდეგ რაც თავდები დააკმაყოფილების გამსესხებელს ნაწილობრივ ან/და მთლიანად, მასზე გადადის გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ, ასევე უზრუნველყოფის საშუალებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მაგ: A-მ ვერ გადაიხადა B-ს მიმართ არსებული ვალი – 5000 ლარის ოდენობით. C-ს არის თავდები, რომელმაც 2000 ლარის ფარგლებში იკისრა A-ს ვალდებულების მიმართ […]
April 24, 2016
სოლიდარული თავდებობა მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არასოლიდარული და სოლიდარული თავდებობა. ზოგადი წესის თანახმად, თავდებისადმი მიმართვა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა შეძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოხდება მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. მაგ: A-მ ისესხა […]