სესხის პროცენტის შემცირება
April 15, 2016
კანონით დადგენილი სესხის პროცენტი
May 29, 2016

სესხის პროცენტი

სესხის პროცენტი წარმოადგენს სარგებელს, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა სესხით სარგებლობისთვის.

მაგ: “A”-მ აიღო 1000 ლარის სესხი „B”-სგან 12 თვის ვადით, მხარეებმა განსაზღვრეს სესხის წლიური სარგებელი 10%-ის ოდენობით. ამდენად სესხის მთლიანი სარგებელი 12 თვისთვის შეადგენს 100 ლარს და შესაბამისად მსესხებელი ვალდებული იქნება დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი და პროცენტის სახით განსაზღვრული 100 ლარი.

მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სესხის სარგებელი და ვალდებულების დარღვევისათვის გადასახდელი პროცენტი. (იხ. სტატია).

სესხის სარგებელი არის სესხით სარგებლობისთვის გადასახდელი პროცენტი, რომელიც არ ვრცელდება ვადაგადაცილებულ პერიოდზე.

მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თუ სესხი დაბრუნდება 13 თვეში, მაშინ ვადაგადაცილებული თვისათვის სარგებლის დარიცხვა არ მოხდება, არამედ გადაცილებული ვადის მიხედვით მსესხებელს შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყოს პირგასამტეხლო (საჯარიმო პროცენტი, ჯარიმა, საურავი).

ასევე იხ. სესხის პროცენტის შემცირებაზე სტატია.