პირგასამტეხლოს ოდენობა
April 24, 2016

 

რა არის პირგასამტეხლო ?

პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით.

მისი გამოყენება განსაკუთრებით ხშირად ხორციელდება სესხის / საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში.

სესხის ხელშეკრულებებში ხშირად იყენებენ პირგასამტეხლოს, თუმცა სხვადასხვა სახელწოდებით, მაგ: ჯარიმა, საურავი და ა.შ.

ყველა მსგავსი ტერმინი იურიდიული თვალსაზრისით არის პირგასამტეხლო და მათზე ვრცელდება პირგასამტეხლოს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები.

პირგასამტეხლოს გამოყენება სესხის ხელშეკრულებაში?

აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება შეიძლება, როგორც სესხის ძირი თანხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის, ისე სესხის პროცენტის ან/და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ფულადი ვალდებულების გადაუხდელობისთვისაც.

პირგასამტეხლოს გამოყენების მაგალითები:

მაგ: დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს უნდა დაებრუნება 10.000 ლარი, 2015 წლის 10 აპრილს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დააბრუნებს სესხს 2015 წლის 20 აპრილს, მას დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება 10 დღიანი ვადაგადაცილებისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 500 ლარს.

მაგ: დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს უნდა დაებრუნება 10.000 ლარი, 2015 წლის 10 აპრილს. ამავდროულად მას უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი 200 ლარის ოდენობით, ყოველი თვის 10 რიცხვში. ყოველთვიური პროცენტის გადახდის ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველთვიური გადასახდელი თანხის (200 ლარის) 0.8 %-ის ოდენობით.

მსესხებელმა მაისის თვეში 5 დღიანი დაგვიანებით გადაიხადა ყოველთვიური პროცენტი, რის გამოც მას დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა 8 ლარის ოდენობით.

პირგასამტეხლოს ორი არსებითი ფუნქცია აქვს:

1.ვალდებულების დარღვევის პრევენციის ფუნქცია- მოვალემ წინასწარ იცის იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მას ელის თუ იგი არ შეასრულებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

2.პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საშუალებას. იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს გამსესხებელმა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების  შესახებ იხილეთ ჩვენი სტატია.