სესხის პროცენტის ოდენობა

სესხის პროცენტის ოდენობა სესხის პროცენტის ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული […]

სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა

სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთ მხრივ სესხის სარგებლის (პროცენტის) ცნება და მეორე მხრივ სესხის ხელშეკრულების დარღვევისათვის გადასახდელი ზიანის ანაზღაურება. სესხის სარგებლის, იგივე პროცენტის ცნება განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში. ონლაინ სესხების კომპანიების ხელშეკრულებაში, იგი მოხსენებულია, როგორც სესხის საკომისიო. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, […]

კანონით დადგენილი სესხის პროცენტი

კანონით დადგენილი სესხის პროცენტი ამ სტატიაში საუბარი იქნება, სესხის ხელშეკრულების მხარეების მიერ, კანონით დადგენილი სესხის პროცენტზე მეტი ოდენობის განსაზღვრის შედეგებზე. ზოგადი წესის თანახმად, სესხის პროცენტის ოდენობის საკითხი არ არის რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ის გარემოება, რომ მხარეები კანონით დადგენილ პროცენტზე უფრო მაღალ ოდენობაზე შეთანხმდნენ, არ უნდა იწვევდეს თავად  სესხის  ხელშეკრულების ბათილობას. სესხის პროცენტის […]