სესხი და თავდებობა

სესხი და თავდებობა თავდებობის საფუძველზე გამსესხებელი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მსესხებლისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც. მაგ: A-მ ისესხა B-სგან ხუთი ათასი ლარი. A-ს მეგობარმა C-მ დადო თავდებობის ხელშეკრულება B-სთან და იკისრა A-ს თავდებობა. ამ შემთხვევაში A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე B-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილია B და C-ს […]

ზიანის ანაზღაურება არაუზრუნველყოფილი სესხის დროს

ზიანის ანაზღაურება არაუზრუნველყოფილი სესხის დროს ამ სტატიაში განვიხილავთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხებს, როდესაც სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არანაირ უზრუნველყოფის ღონისძიებას, მაგ: არ არის განსაზღვრული ფულადი პროცენტი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ. 1. სიტუაცია პირველი –როცა სესხი უპროცენტოა და მისი გადახდის ვადა დადგა , ხოლო მსესხებელ აყოვნებს ვალდებულების შესრულებას. მაგ: უპროცენტო […]

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება ამ სტატიაში საუბარი იქნება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხებზე, კერძოდ რისი მოთხოვნის უფლება აქვს გამსესხებელს, როდესაც მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს. ამ საკითხს განვიხილავთ, როგორც უზრუნველყოფილ, ისე არაუზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში. სესხის უზრუნველყოფა შესაძლებელია სხვადასხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებით, როგორიცაა პირგასამტეხლო, თავდებობა, გირავნობა, იპოთეკა და ა.შ. მსგავსი სტატიები: ზიანის ანაზღაურება არაუზრუნველყოფილი […]

მტკიცების ტვირთი სესხის დავებზე

მტკიცების ტვირთი სესხის დავებზე ამ სტატიაში განვიხილავთ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლო დავების დროს, მტკიცების ტვირთის საკითხს. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/3521-13 : “ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის […]

სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე N-2/15104 -13, რომელიც ეხება იურიდიულ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად სესხისათვის სარგებლის სახით 10 %-ის დაკისრება, რაც წლიურად უდრის 120%-ს არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის […]

ონლაინ სესხები და დავები

ონლაინ სესხები და დავები ონლაინ სესხების კომპანიების რიცხვი ძალიან მომრავლდა ამ ბოლო პერიოდში. ასეთი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები უზრუნველყოფს მომხმარებლებლისთვის ფინანსურ რესურსებზე მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას, თუმცა საქართველოში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აღნიშნული პროდუქტების გამოყენება ხდება არამიზნობრივად, კერძოდ მათი სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გადახდისუუნარონი არიან, ამავდროულად სესხის გამცემი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც იწვევს […]

სესხის პროცენტის ოდენობა

სესხის პროცენტის ოდენობა სესხის პროცენტის ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული […]

სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა

სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთ მხრივ სესხის სარგებლის (პროცენტის) ცნება და მეორე მხრივ სესხის ხელშეკრულების დარღვევისათვის გადასახდელი ზიანის ანაზღაურება. სესხის სარგებლის, იგივე პროცენტის ცნება განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში. ონლაინ სესხების კომპანიების ხელშეკრულებაში, იგი მოხსენებულია, როგორც სესხის საკომისიო. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, […]

ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე სუსგ.№ას-970-928-2013, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის  შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა  ურყევი ნებაა დაამკვიდრონ […]

სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება რამდენად შესაძლებელია მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის პროცენტის შემცირება სასამართლოს მიერ ? არის თუ არა პრაქტიკაში მსგავსი პრეცენდენტები? რა სამართლებრივი საფუძვლით არის შესაძლებელი სესხის პროცენტის შემცირება? ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია. მართალია საქართველოს კანონმდებლობა,გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,არ აწესებს პროცენტის ზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული საკითხი გამოსწორებულია საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიერ. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, არა მხოლოდ […]