პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვა

პროცენტის დარიცხვის მარტივი და რთული მეთოდი ამ სტატიაში საუბარი იქნება პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვის მეთოდების შესახებ, ანაბრის ხელშეკრულების მაგალითზე. თუ ანაბრის თანხაზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის დარიცხვა ხდება პერიოდის ბოლოს ერთჯერადად, დარიცხვის მეთოდს ჰქვია მარტივი. მარტივია ასევე დარიცხვის სქემა, თუ პროცენტის დარიცხვა ხდება დეპოზიტის მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე, მაგრამ ანგარიშდება მხოლოდ ძირ თანხაზე. თუ წლიური საპროცენტო […]
სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე N-2/15104 -13, რომელიც ეხება იურიდიულ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად სესხისათვის სარგებლის სახით 10 %-ის დაკისრება, რაც წლიურად უდრის 120%-ს არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის […]
სესხის პროცენტის ოდენობა

სესხის პროცენტის ოდენობა სესხის პროცენტის ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული […]
სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა

სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთ მხრივ სესხის სარგებლის (პროცენტის) ცნება და მეორე მხრივ სესხის ხელშეკრულების დარღვევისათვის გადასახდელი ზიანის ანაზღაურება. სესხის სარგებლის, იგივე პროცენტის ცნება განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში. ონლაინ სესხების კომპანიების ხელშეკრულებაში, იგი მოხსენებულია, როგორც სესხის საკომისიო. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, […]
ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე სუსგ.№ას-970-928-2013, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ […]
სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება რამდენად შესაძლებელია მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის პროცენტის შემცირება სასამართლოს მიერ ? არის თუ არა პრაქტიკაში მსგავსი პრეცენდენტები? რა სამართლებრივი საფუძვლით არის შესაძლებელი სესხის პროცენტის შემცირება? ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია. მართალია საქართველოს კანონმდებლობა,გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,არ აწესებს პროცენტის ზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული საკითხი გამოსწორებულია საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიერ. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, არა მხოლოდ […]
კანონით დადგენილი სესხის პროცენტი

კანონით დადგენილი სესხის პროცენტი ამ სტატიაში საუბარი იქნება, სესხის ხელშეკრულების მხარეების მიერ, კანონით დადგენილი სესხის პროცენტზე მეტი ოდენობის განსაზღვრის შედეგებზე. ზოგადი წესის თანახმად, სესხის პროცენტის ოდენობის საკითხი არ არის რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ის გარემოება, რომ მხარეები კანონით დადგენილ პროცენტზე უფრო მაღალ ოდენობაზე შეთანხმდნენ, არ უნდა იწვევდეს თავად სესხის ხელშეკრულების ბათილობას. სესხის პროცენტის […]
სესხის პროცენტი

სესხის პროცენტი სესხის პროცენტი წარმოადგენს სარგებელს, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა სესხით სარგებლობისთვის. მაგ: “A”-მ აიღო 1000 ლარის სესხი „B”-სგან 12 თვის ვადით, მხარეებმა განსაზღვრეს სესხის წლიური სარგებელი 10%-ის ოდენობით. ამდენად სესხის მთლიანი სარგებელი 12 თვისთვის შეადგენს 100 ლარს და შესაბამისად მსესხებელი ვალდებული იქნება დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი და პროცენტის სახით განსაზღვრული 100 ლარი. მნიშვნელოვანია […]
პირგასამტეხლო და ზიანის ანაზღაურება

პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურება ამ სტატიაში განიხილება პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას შორის მიმართება. პირგასამტეხლო წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობისაა, ვიდრე პირგასამტეხლო, მაშინ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო და მას დამატებული ზიანის […]
სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე N2/8039-14, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივად ბათილად სცნო, მხარეთა მიერ განსაზღვრული სესხის საპროცენტო განაკვეთი, ნაცვლად ყოველთვიური 5%-ისა, რაც წლიური პროცენტის სახით შეადგენს 60%, მოპასუხეს დაეკისა წლიური 9% ანაზღაურება(ყოველთვიური 0,75%). სასამართლომ განმარტა, რომ „გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და […]