სესხი და თავდებობა

სესხი და თავდებობა თავდებობის საფუძველზე გამსესხებელი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მსესხებლისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც. მაგ: A-მ ისესხა B-სგან ხუთი ათასი ლარი. A-ს მეგობარმა C-მ დადო თავდებობის ხელშეკრულება B-სთან და იკისრა A-ს თავდებობა. ამ შემთხვევაში A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე B-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილია B და C-ს […]
ვადიანი და უვადო თავდებობა

ვადიანი და უვადო თავდებობა თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. ვადიანი თავდებობა წყდება ვადის გასვლის მომენტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადა 5 წელზე მეტი ხნით არის განსაზღვრული. ასეთ შემთვევაში თავდებს შეუძლია მოითხოვოს თავდებობის შეწყვეტა, თუმცა აღნიშნული განხორციელდება მოთხოვნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ანალოგიური პროცედურით ხორციელდება უვადო თავდებობის შეწყვეტაც.
სოლიდარული თავდებობა

სოლიდარული თავდებობა მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არასოლიდარული და სოლიდარული თავდებობა. ზოგადი წესის თანახმად, თავდებისადმი მიმართვა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა შეძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოხდება მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. მაგ: A-მ ისესხა B-სგან 2,500 ლარი, A-ს თავდებად დაუდგა C. […]