შავია სია – როგორ ამოვეწეროთ?

შავია სია – როგორ ამოვეწეროთ? „შავი სია“ ოფიციალური ტერმინი არ არის, ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი საკრედიტო ისტორია არის ნეგატიური. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ “შავი სიიდან ამოწერაზე”, რეალურად ვგულისხმობთ საკრედიტო ისტორიის ნეგატიური სტატუსის, პოზიტიურით ჩანაცვლებას. ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ, ამ სესხის შესახებ ჩანაწერი იშლება. რაც შეეხება იმ სესხებს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, ასეთი […]
საკრედიტო ისტორია – რა არის საკრედიტო ისტორია ?

რა არის საკრედიტო ისტორია ? თუ კი აღებული გაქვთ თუნდაც ერთ სესხი, ყოფილხართ თავდები, ან თანამსესხებელი, აუცილებლად გექნებათ საკუთარი საკრედიტო ისტორია . საკრედიტო ისტორია არის დოკუმენტი, რომელშიც განისაზღვრება თქვენი საკრედიტო ქცევა, მასში განსაზღვრულია ყველა საკრედიტო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომელთანაც გქონიათ შეხება. ასევე კრედიტის ისტორია მოიცავს თითოეული თქვენი სესხის დეტალებს (ვალუტას, გრაფიკს, ვადაგადაცილებებს და სხვა). რას […]
ავტო ლიზინგი – რას წარმოადგენს?

ავტო ლიზინგი – რას წარმოადგენს? ავტო ლიზინგი ერთ-ერთი პოპულარული სერვისია საქართველოში, რასაც ფინანსური ორგანიზაციები აქტიურად სთავზობენ მომხმარებელს. მართალია ავტომობილის ქონა კომფორტულია, თუმცა მეორე მხრივ, მისი შეძენა საჭიროებს გარკვეულ თანხებს, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რამდენად ხელსაყრელია ავტო ლიზინგის მომსახურება და რა რისკები ახლავს მას თან. ავტო ლიზინგის არსი რეალურად, ეს […]
ახალი რეგულაციები სესხებზე – რა გავლენას იქონიებს?

ახალი რეგულაციები სესხებზე – რას უნდა ველოდოთ? 2018 წლის 7 მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე გარკვეული შეზღუდვები დაუდგინდათ. ბანკები, რომლებიც გარკვეულ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა […]
პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვა

პროცენტის დარიცხვის მარტივი და რთული მეთოდი ამ სტატიაში საუბარი იქნება პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვის მეთოდების შესახებ, ანაბრის ხელშეკრულების მაგალითზე. თუ ანაბრის თანხაზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის დარიცხვა ხდება პერიოდის ბოლოს ერთჯერადად, დარიცხვის მეთოდს ჰქვია მარტივი. მარტივია ასევე დარიცხვის სქემა, თუ პროცენტის დარიცხვა ხდება დეპოზიტის მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე, მაგრამ ანგარიშდება მხოლოდ ძირ თანხაზე. თუ წლიური საპროცენტო […]
სესხის პროცენტის შემცირება

სესხის პროცენტის შემცირება წარმოგიდგენთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე N-2/15104 -13, რომელიც ეხება იურიდიულ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად სესხისათვის სარგებლის სახით 10 %-ის დაკისრება, რაც წლიურად უდრის 120%-ს არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის […]
სესხის ხელშეკრულების შინაარსი

სესხის ხელშეკრულების შინაარსი რა საკითხებზეა შეთანხმება საკმარისი სესხის ხელშეკრულების დასადებად? სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ არსებობს შემდეგ საკითხებზე შეთანხმება: მხარეები– სესხის ხელშეკრულება დადებული ვერ იქნება თუ არ არის ზუსტად განსაზღვრული თუ ვინ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების მხარეებს. სესხის საგანი– სესხის საგანს წარმოადგენს ფული ან გვაროვნული ნივთები, ბუნებრივია თუ არ იქნა განსაზღვრული, რა ასესხა გამსესხებელმა მსესხებელს, მაშინ ვერც იმის […]
ონლაინ სესხები და დავები

ონლაინ სესხები და დავები ონლაინ სესხების კომპანიების რიცხვი ძალიან მომრავლდა ამ ბოლო პერიოდში. ასეთი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები უზრუნველყოფს მომხმარებლებლისთვის ფინანსურ რესურსებზე მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას, თუმცა საქართველოში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აღნიშნული პროდუქტების გამოყენება ხდება არამიზნობრივად, კერძოდ მათი სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გადახდისუუნარონი არიან, ამავდროულად სესხის გამცემი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც იწვევს […]
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასვა დარიცხვის სქემის მქონე საბანკო პროდუქტების შესადარებლად. მაგ: თანხის ვადიან ანაბარზე განთავსებისას, თანაბარი პირობების არსებობისას, პროცენტის რთული დარიცხვის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მარტივი დარიცხვის შემთხვევაში. […]
სესხის პროცენტის ოდენობა

სესხის პროცენტის ოდენობა სესხის პროცენტის ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული […]