პირგასამტეხლო და ზიანის ანაზღაურება

პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურება ამ სტატიაში განიხილება პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას შორის მიმართება. პირგასამტეხლო წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობისაა, ვიდრე პირგასამტეხლო, მაშინ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო და მას დამატებული ზიანის […]
პირგასამტეხლოს დარიცხვა

პირგასამტეხლოს დარიცხვა როდის იწყება პირგასამტეხლოს დარიცხვა? პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება იმ დროიდან, როდესაც მხარეს უნდა შეესრულებინა კონკრეტული ვალდებულება და იგი არ შესრულდა. მაგ: “A”-ს სესხის უნდა დაებრუნებნა 2016 წლის 15 ოქტომბრამდე, თუ იგი 2016 წლის 15 ოქტომბრის ბოლომდე არ შეასრულებს ვალდებულებას, დაიწყება პირგასამტეხლოს დარიცხვა 2016 წლის 16 ოქტომბრიდან. როდის წყდება პირგასამტეხლოს დარიცხვა? პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების შესრულებამდე, […]
პირგასამტეხლოს ოდენობა

პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან იმ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით. პირგასამტეხლოზე შეთანხმება ათავისუფლებს გამსესხებელს დამდგარი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთისგან. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლოს ოდენობა, სამართლიანობის სტანდარტს სცილდება, სასამართლო უფლებამოსილია მსესხებლის მოთხოვნით შეამციროს […]
რა არის პირგასამტეხლო

რა არის პირგასამტეხლო ? პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით. მისი გამოყენება განსაკუთრებით ხშირად ხორციელდება სესხის / საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში. სესხის ხელშეკრულებებში ხშირად იყენებენ პირგასამტეხლოს, თუმცა სხვადასხვა სახელწოდებით, მაგ: ჯარიმა, საურავი და ა.შ. ყველა მსგავსი ტერმინი იურიდიული თვალსაზრისით არის პირგასამტეხლო და მათზე ვრცელდება პირგასამტეხლოს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები. პირგასამტეხლოს გამოყენება სესხის ხელშეკრულებაში? აღნიშნული […]