სესხი და თავდებობა

სესხი და თავდებობა თავდებობის საფუძველზე გამსესხებელი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მსესხებლისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც. მაგ: A-მ ისესხა B-სგან ხუთი ათასი ლარი. A-ს მეგობარმა C-მ დადო თავდებობის ხელშეკრულება B-სთან და იკისრა A-ს თავდებობა. ამ შემთხვევაში A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე B-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილია B და C-ს […]
თავდებობის ფორმა და პასუხისმგებლობის ფარგლები

თავდებობის ფორმა და პასუხისმგებლობის ფარგლები თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებისათვის. მაგ: A -მ ისესხა B-სგან 10.000 ლარი, C დაუდგა A-ს თავდებად, მან გააფორმა B_სთან წერილობითი თავდებობის ხელშეკრულება, სადაც […]
თავდებობა და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებები

თავდებობა და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებები თავდებობის გარდა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს გირავნობით, იპოთეკით, მოვალის გარანტიით ან სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით. თუ გამსესხებელი აღნიშნულ უზრუნველყოფის საშუალებებზე აცხადებს უარს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება იმ მოცულობით რა მოცულობაც გააჩნდა უართქმულ უზრუნველყოფის საშუალებას. მაგ: თუ A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, გარდა C-ს თავდებობისა, უზრუნველყოფილია D-ს კუთვნილი […]
თავდებობა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

თავდებობა და ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება თავდები უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში, მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების შესახებ. გამსესხებელი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მსესხებელი ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. ასევე იგი ვალდებულია მოთხოვონისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია. დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია დადებითი გავლენა მოახდინოს თავდების მიერ სესხის ძირითადი ვალდებულების შესრულების პროცესზე, ხოლო გამსესხებლის მიერ ამ მოვალეობს […]
ვადიანი და უვადო თავდებობა

ვადიანი და უვადო თავდებობა თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. ვადიანი თავდებობა წყდება ვადის გასვლის მომენტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადა 5 წელზე მეტი ხნით არის განსაზღვრული. ასეთ შემთვევაში თავდებს შეუძლია მოითხოვოს თავდებობის შეწყვეტა, თუმცა აღნიშნული განხორციელდება მოთხოვნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ანალოგიური პროცედურით ხორციელდება უვადო თავდებობის შეწყვეტაც.
თავდების მიერ გამსესხებლის დაკმაყოფილების შედეგები

თავდების მიერ გამსესხებლის დაკმაყოფილების შედეგები იმის შემდეგ რაც თავდები დააკმაყოფილების გამსესხებელს ნაწილობრივ ან/და მთლიანად, მასზე გადადის გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ, ასევე უზრუნველყოფის საშუალებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მაგ: A-მ ვერ გადაიხადა B-ს მიმართ არსებული ვალი – 5000 ლარის ოდენობით. C-ს არის თავდები, რომელმაც 2000 ლარის ფარგლებში იკისრა A-ს ვალდებულების მიმართ თავდებობა. ამ შემთხვევაში თუ C დააკმაყოფილებს B-ს […]
სოლიდარული თავდებობა

სოლიდარული თავდებობა მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არასოლიდარული და სოლიდარული თავდებობა. ზოგადი წესის თანახმად, თავდებისადმი მიმართვა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა შეძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოხდება მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. მაგ: A-მ ისესხა B-სგან 2,500 ლარი, A-ს თავდებად დაუდგა C. […]