აღსრულების შეჩერება

აღსრულების შეჩერება – საფუძვლები აღსრულების შეჩერება შეუძლია, როგორც სასამართლოს, ისე აღსრულების ბიუროს, კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. აღსრულების შეჩერების საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობაში. სასამართლო მიერ აღსრულების შეჩერების საფუძვლები: მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების […]
ყადაღა მოძრავ ქონებაზე

ყადაღა მოძრავ ქონებაზე მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. ბათილია ნებისმიერი გარიგება ყადაღადადებულ მოძრავ ნივთებზე. მაგ: ყადაღადადებული მოძრავი ნივთის გაყიდვა და დაგირავება. ასეთი გარიგებები იქნება ბათილი. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა […]
უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის –ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის,მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი გარიგება. მაგ: ბინის გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა, გაქირავება და ა.შ. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება […]
როგორ უნდა მოიქცეთ სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას?

როგორ უნდა მოიქცეთ სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას? არსებული პრაქტიკის მიხედვით, სესხის ამომღები კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან, უკავშირდებიან პრობლემურ კლიენტებს და ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ემუქრებიან სასამართლოთი, ქონების გაყიდვით და ათასგვარი პრობლემის შექმნით, რის შემდეგაც შეშინებული კლიენტი შედის მათთან გარიგებაში და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იწყებს თანხის გადახდას. სწორედ აქ ხდება […]
პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები

პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები ფინანსურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან აქტუალური საკითხია საქართველოს დღევანდელ რეალობაში, რაც უპირველესყოვლისა გამოწვეულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების არსებობით. ამის ნათელი ინდიკატორია მოვალეთა რეესტრი და მასში მოვალეთა ოდენობა, რომელიც მილიონს დიდი ხანია, რაც გადაცდა. ფინანსური ორგანიზაციების პრობლემური აქტივების ზრდის პროპორციულად, იზრდება ასევე „ სესხების ამომღები კომპანიების“ რიცხვიც. ასეთი ორგანიზაციები დაკომპლექტებულია ყოფილი ძალოვანი სტრუქურების […]
აღსრულების ხანდაზმულობა

აღსრულების ხანდაზმულობა აღსრულების ხანდაზმულობა მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომელთა მიმართაც გამოტანილია შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და უკვე ხორციელდება სააღსრულებო წარმოება. უპირველესყოვლისა, მნიშვნელოვანია აღსრულების ხანდაზმულობის ცნების განმარტება. რა არის აღსრულების ხანდაზმულობა? აღსრულების ხანდაზმულობის არსის გაგებისათვის მნიშვნელოვანია გამოვყოთ ორი ეტაპი: 1. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის ხანდაზმულობა – ამ ეტაპზე, სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და კრედიტორს გააჩნია 10 […]
რა არის მოვალეთა რეესტრი?

რა არის მოვალეთა რეესტრი? მოვალეთა რეესტრი არის მონაცემების ელექტორნული ბაზა, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთაც მიმართაც დაწყებულია აღსრულების პროცესი, ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ,რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან. რეესტრის მონაცემები საჯაროა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობასა და […]