ავტო ლიზინგი – რას წარმოადგენს?
June 21, 2018
შავია სია – როგორ ამოვეწეროთ?
August 2, 2018

რა არის საკრედიტო ისტორია ?

საკრედიტო ისტორია

თუ კი აღებული გაქვთ თუნდაც ერთ სესხი, ყოფილხართ თავდები, ან თანამსესხებელი, აუცილებლად გექნებათ საკუთარი საკრედიტო ისტორია .

საკრედიტო ისტორია არის დოკუმენტი, რომელშიც განისაზღვრება თქვენი საკრედიტო ქცევა, მასში განსაზღვრულია ყველა საკრედიტო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომელთანაც გქონიათ შეხება.

ასევე კრედიტის ისტორია მოიცავს თითოეული თქვენი სესხის დეტალებს (ვალუტას, გრაფიკს, ვადაგადაცილებებს და სხვა).

რას ნიშნავს ცუდი და კარგი საკრედიტო ისტორია?

თქვენ საკრედიტო ინფორმაცია გადაეცემა კრედიტინფოს, აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად განისაზღვრება თქვენი კრედიტების ისტორია, რომელიც შეიძლება იყოს პოზიტიური თუ ნეგატიური, რასაც საკრედიტო ორგანიზაციები დიდი ყურადღებით აკვირდებიან სესხის გაცემისას.

ის მომხმარებელი, რომელსაც თავისი საკრედიტო ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ვადაგადაცილება, ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ვადაგადაცილება (ფიზიკური პირები – 30 დღეზე მეტი, იურიდიული პირები 60 დღეზე მეტი) სესხს ენიჭება ნეგატიური სტატუსი (ე.წ. შავი სია) , რაც თქვენ მიერ სესხის აღების შესაძლებლობას რადიკალურად ამცირებს.