„შავი სია“ ოფიციალური ტერმინი არ არის, ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი საკრედიტო ისტორია არის ნეგატიური.
ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ “შავი სიიდან ამოწერაზე”, რეალურად ვგულისხმობთ საკრედიტო ისტორიის ნეგატიური სტატუსის, პოზიტიურით ჩანაცვლებას.
ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ, ამ სესხის შესახებ ჩანაწერი იშლება.
რაც შეეხება იმ სესხებს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, ასეთი ჩანაწერები იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.
საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ორგანიზაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში – www.creditinfo.com
მოხმარებლებს საშუალება აქვთ პირადობის მოწმობის საფუძველზე საკრედიტო ისტორიას წელიწადში ერთხელ უფასოდ გაეცნონ. ხოლო თუ მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივი წვდომა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე, მაშინ ეს მომსახურება ფასიანია.