ინვესტირება საქართველოში
May 19, 2018
ფინანსური პირამიდა – რა არის ფინანსური პირამიდა?
May 31, 2018

კრიპტოვალუტის რეკლამა ფეისბუქზეროგორ ავარიდოთ თავი აკრძალვას?

ფეისბუქმა რამდენიმე თვის წინ აკრძალა კრიპტოვალუტის რეკლამა ფეისბუქზე, კერძოდ ისეთი რეკლამები, რომლებიც მოიცავს კრიპტო პროდუქციას ან ეხება ICO-ს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვხედავთ ასეთი ტიპის რეკლამებს, რომლებსაც ფეისბუქის ავტომატური ფილტრაციის სისტემები ვერ ამჩენევენ.

როგორ ხდება ფეისბუქის აკრძალვისთვის თავის არიდება?

მარტივად – აკრძალული ფრაზების/სიტყვების არ გამოყენებით. მაგალითად: ფეისბუქის ფილტრაციის სისტემა აფიქსირებს სიტყვა „Cryptocurrency“-ის, თუმცა ვერ ამჩნევს მის ვარიაცებს, როგორებიცაა C-currency, CurrencyCr. და ა.შ.

აქედან გამომდინარე ჩნდება კრიპტო ვალუტის რეკლამირების ახალი მეთოდები, საქმეში ჩართულია კრეატივი და რაც მთავარია სურვილი მოხდეს კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამირება სწორედ ფეისბუქში, რომელიც ლიდერია სოციალური მედეია პლატფორმებს შორის.

რაც შეეხება ქართულ რელობას, აქ სიტუაცია უფრო მარტივია, რადგან ფეისბუქი ქართულ რეკლამებს და სიტყვებს უფრო ძნელად აღიქვამს ვიდრე საერთაშორისოდ გავრცელებული ენების შემთხვევაში.

ამიტომაც კრიპტოვალუტის რეკლამირება ქართულ სივრცეში შედარებით მარტივია.

რას უნდა ველოდოთ მომავალში?

არავინ იცის როდემდე გაგრძელდება კრიპტოვალუტების რეკლამირების აკრძალვის პოლიტიკა ფეისბუქზე, თუმცა ფილტრაციის სისტემები ვითარდება, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ამიტომ ამ კუთხით უფრო ძნელი სქემების მოფიქრება გახდება საჭირო, ფეისბუქის ავტომატური ფილტრაციის სისტემებისთვის თავის ასარიდებლად და ასეთი რეკლამის ფეისბუქზე გასაშვებად.