ფინანსური პირამიდა – რა არის ფინანსური პირამიდა?
May 31, 2018
ოქროს გაყიდვა – საუკეთესო პირობებით?
October 27, 2018

ცუდი კლიენტი – როგორ შევამჩნიოთ?

ზოგჯერ მნიშვნელობა არ აქვს, რას და როგორ აკეთებთ, კლიენტს არ მოსწონს და ითხოვს მეტს.

ეს არის ცუდი კლიენტის ტიპიური მაგალითი, თუმცა არსებობს სხვა ნიშნები, რომლებიც გამოარჩევთ ასეთ კლიენტებს, წინანმდებარე სტატიაში სწორედ ამ ნიშნებზე ვისაუბრებთ:

დაუფასებლობა

  • „მეც შემიძლია გაკეთება, მაგრამ ფოტოშოპი არ ვიცი“
  • “მარტივია, მაგრამ….”
  • “ორი წუთის საქმეა, მაგრამ…”
  • და ა.შ.

მსგავს სიტყვები ახასიათებს მხოლოდ იმ კლიენტებს, ვინც არ აფასებს თქვენ საქმიანობას, ამიტომაც მათთან საქმის დაჭერა არ არის უპრიანი.

როგორც წესი, ასეთი ფრაზები პირველივე შეხვედრაზე ცუდათ მოგხვდებათ ყურში და გირჩევთ არ დააგინოროთ.

კონტროლის მოყვარული კლიენტები

ხშირად არსებობენ ისეთი კლიენტები, რომლებსაც უყვართ ყველაფრის კონტროლი, მათ შორის მიკრო მენეჯმენტის განხორციელება.

ისინი თითოეულ თქვენს ნაბიჯს აკონტროლებენ და აქვთ ხშირი პრეტენზიები, ხოლო წარმატებებზე შესაბამისად არ რეაგირებენ და მხოლოდ შემდგომი ნაბიჯები აინტერესებთ.

ასეთი ტიპის კლიენტთან ურთიერთობა ბევრისთვის აუტანელია, რამდენად მოახერხებთ მათთან თანამშრომლობას თქვენ?

უპატივცემლობა

ერთია დაუფასებლობა და მეორე ღია უპატივცემლობა, რაც ვლინდება თუნდაც იმაში, რომ კლიენტები „ტოლად“ არ გთვლიან.

იცლიან თქვენთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ აწყობთ და თქვენგან საპირისპიროს ითხოვენ.

ასეთ კლიენტთან თანამშრომლობა არ არის გამართლებული არანაირი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ისინი ხომ თქვენ ღირსებას აბუჩად იგდებენ.

ცუდი აურა

შესაძლოა კლიენტი არც თქვენ კონტროლზე იყოს აქცენტირებული და არც უპატივცემლობას გამოხატავდეს, თუმცა მისი აურა იყოს დამთგურნველი, მასთან კომუნიკაცია არ გიხაროდეთ და რაც შეიძლება სწრაფად გსურდეთ სამუშაოს დასრულება.

ასეთი ტიპის კლიენტი ნაკლებად ცუდი კლიენტების რიცხვში გადის, ზემოთ ჩამოთვლილ ტიპაჟებს თუ შევადარებთ, თუმცა მაინც კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კლიენტთან დაიჭერთ საქმეს, რამდენად გიღირთ უინტერესო და არაკრეატიული საქმის კეთება, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.

დასკვნა:

უმჯობესია თქვენი დრო და რესურსები მოახმაროთ ისეთ კლიენტებს, რომლებიც გაფასებენ და არ გიქმნიან დამატებით წინაღობებს.

თუმცა, ყველაფერი იდეალურად არ ხდება, აუცილებლად მოგიწევთ ურთიერთობა განსხვავებული ტიპის კლიენტებთანაც, მათ შორის ცუდ კლიენტებთან.

ასეთ შეთმთხვევებში, მნიშვნელოვანია არ გამოხვიდეთ წყობიდან, პროფესიონალურად მიუდგეთ ნებისმიერ სირთულეს და დაამთავროთ მათთან ურთიერთობა, რაც შეიძლება სწრაფად.