საიტის ფასი – როგორ განვსაზღვროთ ღირებულება?
April 28, 2020
ბრენდინგი
ბრენდინგი – რა და რატომ? ღირებულება
June 17, 2021

ფეისბუქ გვერდის შექმნა

ფეისბუქ გვერდის შექმნა გსურთ? წარმოგიდგენთ დეტალურ ინსტრუქციას:

რა არის ფეისბუქ ბიზნეს გვერდი?

ფეისბუქის ბიზნეს გვერდი არის საჯარო პროფილი ფეისბუქის პლატფორმაზე, რომელიც განკუთვნილია ბიზნესისთვის, ორგანიზაციებისა და საჯარო პირებისთვის, თავიანთი საქმიანობის პიარისთვის.

მომხმარებელი “Like” ან “Follow” ღილაკის დაჭერით ინტერესს გამოხატავს გვერდის ინფორმაციის მიღების თაობაზე, შედეგად მას პერიოდულად გამოუჩნდება გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ან შეთავაზება.

ამავდროულად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მხოლოდ ბიზნეს გვერდით არის შესაძლებელია რეკლამის გაშვება ფეისბუქზე.

პირველი ეტაპი – ბიზნეს გვერდის შექმნა 

ბიზნეს გვერდის შექმნა ხდება თქვენი Facebook პროფილიდან

შეგიძლია ამ ბმულზე გადახვიდეთ და დაიწყოთ გვერდის შექმნის პროცესი: https://www.facebook.com/pages/create

გვერდის შესაქმნელად დაგჭირდებათ: გვერდის სახელწოდება და კატეგორიის შერჩევა.

ფეისბუქ გვერდის შექმნა

მეორე ეტაპი – ბიზნეს ინფორმაციის მითითება

თქვენ დაგჭირდებათ საკონტაქტო ინფორმაციის, მისამართის და სხვა დეტალების მითითება.

მესამე ეტაპი – ვიზუალისა და საკონტაქტო ღილაკის დამატება

გვერდის ვიზუალი მოიცავს პროფილის ფოტოსა და ქოვერის ვიზუალს, ასევე დაგჭირდებათ საკონტაქტო ღილაკის დამატება, რათა მომხმარებელი მარტივად დაგიკვშირდეთ.

ასევე შესაძლებელია Whatsapp-ის დაკავშირება ფეისბუქ გვერდთან, რაც ხელს შეუწყობს უფრო სწრაფ კომუნიკაციას.

მეოთხე ეტაპი – ინსტაგრამის დაკავშირება

თქვენ საშუალება გაქვთ შექმნათ და დააკავშიროთ ფეისბუქ გვერდი ინსტაგრამთან, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტურად განახორციელოთ სარეკლამო კამპანიები.

მეხუთე ეტაპი – გვერდი მზად არის თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ პოსტების განთავსება

გსურთ დახმარება? დაგვიკავშირდით – 555 38 18 89

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ფეისბუქ გვერდის მართვა

Facebook რეკლამა

რეკლამა ინსტაგრამზე

 

 

წყარო: https://blog.hootsuite.com/steps-to-create-a-facebook-business-page/