საიტების დამზადება ფინანსების სფეროში
March 25, 2017
მარკეტინგული სტრატეგია – რა გავითვალისწინოთ?
August 11, 2019

სოციალური მედიის როლი ბიზნესში

ნათელია, რომ სოციალური მედიის როლი ბიზნესში ყოველწლიურად იზრდება. მოცემულ სტატიაში არ ვისაუბრებთ აღნიშნული ტენდენციის მიზეზებზე, ჩვენი მიზანია განვიხილოთ ის სარგებელი, რაც სოციალურ მედიას მოაქვს ქართული ბიზნესისთვის დღეს.

წარმოგიდგიენთ 5 მიზეზს, თუ რატომაა სოციალური მედია მნიშვნელოვანი ნებისმიერი ტიპის და ფორმის ბიზნესისთვის საქართველოში და რატომ ღირს ინვესტირება მასში.

1.ხალხის ყურადღება კონცენტრირებულია სოც. ქსელებში.

20 წლის წინ ქართული მოსახლეობის ძირითადი ინფორმაციის წყარო იყო ტელევიზია და რადიო, ამიტომაც სატელევიზიო რეკლამა იყო ყველაზე ეფექტური საშუალება ბიზნესისთვისაც.

თუმცა თანამედროვე რეალობაში, ხალხის ყურადღებამ გადმოინაცვლა ტელევიზორებიდან, სოციალურ მედიაში, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინკედინი და იუთუბი, სწორედ ეს პლატფორმებია ყველაზე პოპულარული საქართველოში. თითქმის მთელი საქართველოს მოსახლეობის 70% იყენებს მათ ყოველდღიურად.

რაც რეალური შესაძლებლობაა ბიზნესისთვის დაუკავშირდეს და შესთავაზოს მათ თავისი პროდუქცია.

2.პროდუქცია და მომსახურება რეალურად იყიდება

სოციალური მედია საშუალებას იძლევა რეალურად გაყიდოთ თქვენ პროდუქცია ან მომსახურება.

ზოგიერთი ქართული კომპანიის გაყიდვების 90-100% სწორედ სოც. მედიის მეშვეობით ხორციელდება.

3.სოციალური მედიის მართვა იაფია

სატელევიზიო რეკლამა ყოველთვის ასოცირდებოდა დიდ ფინანსურ ხარჯებთან, როგორც ვიდეო რგოლის დამზადების, ისე ტელევიზიაში შესაბამისი სარეკლამო დროის შეძენის კუთხით.

აღნიშნულთან შედარებით, სოციალური მედიის მართვა გაცილებით იაფი ჯდება, რაც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო კომპანიებს კონკურენციაში შევიდნენ მსხვილ კომპანიებთან, რომლებსაც მეტი ფინანსური რესურსი გაააჩნიათ.

მაქსიმალური შედეგების მისაღებად გირჩევთ სოციალური გვერდების მართვა ანდოთ პროფესიონალებს, მათ შორის სარეკლამო კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან გონივრული ფასითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით.

4.ტექნოლოგიები იძლევა ახალ შესაძლებლობებს

თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ისეთი ტიპის მარკეტინგული აქტივობები, რაც აქამდე შეუძლებლად მიგვაჩნდა.

ამ კუთხით გამორჩეულია სოც. ქსელები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია რეკლამის გაშვება ადამიანთა ნებისმიერ სეგმენტზე, მათი ადგილმდებარეობის, სქესის, ინტერესების, ასაკის და ქცევების შესაბამისად.

5.სოც მედიის ინტეგრაცია სხვა ციფრულ პროდუქტებთან

სოციალური მედიის გვერდები შესაძლოა ეფექტურად ინტეგრირდეს, როგორც ვებ-საიტთან, ასევე ვებ ლინკების მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერ ციფრულ მატარებელთან მათი დაკავშირება.

რაც საბოლოო ჯამში იძლევა საშუალებას მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს სოციალური მედიის მართვა, თქვენი ბიზნესის გასავითარებლად.

ასევე დაგაინტერესებთ: ვებ საიტის შექმნა – რა გავითვალისწინოთ?