უსაფრთხოა თუ არა სწრაფი ონლაინ სესხები?
January 13, 2016
როგორ შევარჩიოთ ყველაზე მისაღები ონლაინ სესხი?
March 7, 2016

რჩევები ფინანსების ეფექტიანი მართვის შესახებ

სანამ სწრაფ სესხს მოითხოვთ, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი ყველაფერი ისე მოაგვაროთ, რომ არ დაგჭირდეთ კრედიტორების დახმარება.

ქვემოთ მოცემული 11 რჩევის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენი ფინანსური რესურსების გაცილებით ეფექტური გამოყენება, ისე, რომ მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში მიმართოთ სესხის აღებას მესამე პირებისგან, როგორც სწრაფ გამოსავალს რთული ფინანსური სიტუაციიდან.

1.ისწავლეთ დანაზოგის გაკეთება!

როდესაც სტაბილური შემოსავლის წყარო გაქვთ, თქვენ ზუსტად იცით რა თანხას ღებულობთ ყოველთვიურად, მნიშვნელოვანია ამავდროულად აკონტროლოთ თქვენი დანახარჯები.

ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელი ნივთების შეძენის გარდა, ეცადეთ არ განახორციელოთ დაუფიქრებელი და არასაჭირო ხარჯები. უმჯობესია შესანახად გადადოთ ის თანხა, რომლის დახარჯვასაც გეგმავდით მაგალითად რესტორანში, კინოში და ასე შემდეგ. შედეგად, თქვენ დაინახავთ, თუ როგორ სწრაფად შეგროვდება ფული.

2.მოახდინეთ თქვენი გადასახადების ავტომატიზირება!

იმისათვის, რომ არ გადააჭარბოთ გადასახადების გადახდის ვადებს, მოახდინეთ თქვენი საბანკო ანგარიშის ავტომატიზირება და ყოველთვიური გადასახადების ავტომატური გადახდის ავტორიზება. ასეთ შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ გადასახადების დაგვიანებით გადახდა და ამისათვის სწრაფი სესხებისთვის მიმართვა.

3.გააკონტროლეთ წყლის, ელექტრო ენერგიისა და სხვა საჭიროებების მოხმარება!

გარდა იმისა, რომ თქვენ შეამცირებთ მოხმარებას და გააკეთებთ დანაზოგს, ამით დაეხმარებით გარემოსაც. ისწავლეთ თქვენი საშინაო საქმეების კონტროლი და დახარჯეთ მხოლოდ ის ფინანსური რესურსები, რაც გჭირდებათ. ყველაფერი ზედმეტი კი ჯიბეში შეინახეთ!

4.შექმენით ყოველთვიური ხარჯების ბიუჯეტი

რადგან თქვენ ზუსტად იცით თქვენი თვიური ბიუჯეტი, აუცილებელია ამავდროულად იმ დანახარჯების კონტროლი, რაც ყოველთვიურად გაქვთ. ჩამოწერეთ რა თანხები გჭირდებათ კვებისთვის, საშინაო საქმეებსა და სხვა საჭიროებებისთვის.

შემდგომ, თვის ბოლოს შეადარეთ ფაქტობრივად დახარჯული თანხები და თქვენ მიერ ჩამოწერილი ბიუჯეტი, მიღებული შედეგები გაითვალისწინეთ შემდეგი თვისთვის.

აღნიშნული ტაქტიკის გამოყენებით, თქვენ დაზოგავთ უმარავ თანხას, როგორც მინიმუმ გეცოდინებათ ზუსტად სად მიდის თქვენ ფული.

5. შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი ხანგრძლივი მოხმარებისთვის

როდესაც ყიდულობთ დაბალ ხარისხიან პროდუქციას ხანგრძლივი მოხმარებისთვის, ის მალე გაფუჭდება და მოგიწევთ მისი ჩანაცვლება. შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც მრავალწლიანი გამოყენება გარანტირებული აქვს და თქვენ შეძლებთ თანხის დაზოგვას. ნუ გადაიხდით იაფს უხარისხო პროდუქციაში, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ქმედება თქვენ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

6.ყურადღება მიაქციეთ აქციებსა და ფასდაკლებებს მაღაზიებში

ფასდაკლებები და აქციები, სასარგებლოა ნებისმიერი ბიუჯეტისათვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც დაბალი ხელფასი აქვს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და თქვენ საკმაოდ ბევრს დაზოგავთ!

7.განსაზღვრეთ თქვენი ღირებულებები და ისწავლეთ საკუთარი თავის სრულად დაფასება

როდესაც კომპანიაში, რომელშიც მუშაობთ, მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაც დამსახურების შესაბამისი გექნებათ. შეეცადეთ ყოველთვის საუკეთესო იყოთ სამსახურში და შესაბამისი ჯილდოც არ დააყოვნებს. თქვენი ხელფასი გაიზრდება და დამატებითი ფინანსები შეგიძლიათ შემნახველ ანგარიშზე განათავსოთ!

8.გამოიყენეთ თქვენი თავისუფალი დრო!

როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ, შეგიძლიათ ის არამხოლოდ გართობისთვის, არამედ ფულის გამოსამუშავებლად დახარჯოთ! თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ თავისუფალ კონტრაქტორად და გამოიმუშაოთ დამატებითი თანხა თქვენი პროფესიის შესაბამისად.

9.მოერიდეთ ნებისმიერი სახის სპეკულაციას!

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შემოთავაზებები საკმაოდ მომგებიანი ჩანდნენ და საშუალებას გაძლევდეთ სწრაფად იშოვოთ დიდი თანხები, ისინი მაინც საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი არიან და გავლენას ახდენენ როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც კი.

10.მიიღეთ მაქსიმალური ინფორმაცია, სანამ სწრაფ სესხს აიღებთ

განსაზღვრეთ, როგორ გავლენას იქონიებს თქვენ ფინანსურ სიტუაციაზე, სწრაფი სესხის აღება, განსაკუთრებით დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა თანხის დროულად დაბრუნებას, რომ არ მოგიწიოთ დამატებითი ჯარიმების გადახდა. მხოლოდ ინფორმაციის მიღებისა და კარგად ფიქრის შემდეგომ აიღეს სწრაფი სესხი.

11.ყოველთვის ისესხეთ პასუხისმგებლობით!

ეს ყველაზე ღირებული რჩევაა, არ აიღოთ სესხი, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მას დააბრუნებთ. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, ჯობია მოძებნოთ ალტერნატივა, რომელიც მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათ თქვენ და თქვენს ახლო ადამიანებს.

წინამდებარე სტატიაში განსაზღვრული რჩევები დაგეხმარებათ უფრო მშვიდათ განკარგოთ თქვენი ფინანსები, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არ დადგეს სესხის აღების საჭიროება.

თქვენ შესაძლოა ასევე დაგაინტერესოთ სტატიამ, როგორ გავუმკლავდეთ ფინანსურ სირთულეებს?