როდესაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხართ, ერთ-ერთი მარტივი გამოსავალი სწრაფი ონლაინ სესხებია.
ისინი ადვილად ხელმისაწვდომია, არ საჭიროებენ ბევრ დოკუმენტს, მათი მიღება უმარტივესად და სწრაფად არის შესაძლებელი ინტერნეტის მეშვეობით.
სწრაფი ონლაინ სესხის აღების მომენტში თქვენ თავიდანვე იცით რამდენის გადახდა მოგიწევთ და როდის, გარდა ამისა, ფულის მიღება ხდება ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში.
თუმცა ყველა აღნიშნული ბენეფიტის მიღმა, არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, კერძოდ შესაძლოა სწრაფი ონლაინ სესხის აღებამ, უფრო დაამძიმოს თქვენი მდგომარეობა. წინამდებარე სტატიის მიზანია, წარმოგიდგინოთ რჩევები აღნიშნული რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებისათვის სწრაფი ონლაინ სესხის აღებისას.
სწრაფი ონლაინ სესხის მხოლოდ მაშინ უნდა აიღოთ, თუ სხვა გამოსავალი არ გაგაჩნიათ. სანამ ასეთ სესხს აიღებდეთ, უპრიანია სცადოთ ფულის შოვნა სხვა გზებით (თხოვეთ ნათესავებს, მეგობრებს ან თანამშრომლებს), მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ვერაფერს გახდებით, აირჩიეთ სწრაფი ონლაინ სესხის აღება. ამასთან, გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:
1.ველა სწრაფი სესხის ვებ-გვერდის დათვალიერება საუკეთესო გამოსავალი არ არის! ამის ნაცვლად უმჯობესია აირჩიოთ სანდო სესხების შესადარებელი ვებ-გვერდი!
თუ თქვენ გაქვთ დრო, რომ ინდივიდუალურად დაათვალიეროთ ონლაინ სესხების ყველა საიტი, ეს საინტერესო გადაწყვეტილება იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თქვენ დროის მხრივ ზეწოლის ქვეშ ხართ, აირჩიეთ საუკეთესო სესხის შესადარებელი ვებ-გვერდი, დაათვალიერეთ მათი შემოთავაზებები და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ონლაინ სესხის ვარიანტი.
გაითვალისწინეთ თქვენი მოთხოვნები და ისესხეთ მხოლოდ საჭირო ოდენობა (სწრაფი ონლაინ სესხების თანხები მერყეობს 50-დან 1500 ლარამდე). არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ეტაპზე არის გარკვეული ლიმიტი (დასაწყისისათვის თქვენ ვერ შეძლებთ დადგენილ ლიმიტზე მეტი თანხის მიღებას, თუმცა, თუ თქვენ დაამტკიცებთ, რომ ხართ სანდო პიროვნება, აღნიშნული ლიმიტი გაიზრდება).
2.შექმენით ანგარიში და შეავსეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მოთხოვნილ ფორმაში!
იმის შემდგომ, რაც გადახვალთ უშუალოდ ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის ვებ-საიტზე, თქვენ დაგხვდებათ სტანდარტული ანგარიშის შესაქმნელი ფორმა. ანგარიშის შექმნის პროცედურა 5 წუთზე მეტს არ წაგარმთევთ, იგი მსგავსია (შექმნის პროცედურა მსგავსია სხვა ვებ-გვერდების შემთხვევაში არსებული ონლაინ პლატფორმებისა, ისეთი როგორიც არის Gmail, Yahoo Mail ან Hotmail).
მას შემდეგ, რაც შექმნით ანგარიშს სესხის გამცემი კომპანიის ვებ-გვერდზე, თქვენ გადამისამართდებით მოთხოვნის ფორმაზე, სადაც თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ისეთი როგორიც არის: სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, სამუშაო ადგილი და სხვა მსგავსი ტიპის ინფორმაცია, რომელიც მოგცემთ სასურველ თანხაზე წვდომის საშუალებას.
შეავსეთ ზუსტად მოთხოვნილი ფორმა და თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ ფული უმოკლეს დროში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ზემოთხსენებული პერსონალური მონაცემი დაცულია საქართველოს კანონით და ონლაინ სესხების კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს ინფორმაცია არ შეიძლება გაზიარებული იყოს მესამე პირებისათვის, თქვენი თანხმობის გარეშე.
3.მოთხოვნილი ინფორმაციის სწორად შევსებით, თქვენ მიიღებთ სწრაფ სესხს უმოკლეს დროში!
საინტერესო ფაქტი სწრაფი ონლაინ სესხების შესახებ არის ის, რომ თუ თქვენ დააკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას, შეგეძლებათ მიიღოთ თანხა 15 წუთიდან 24 საათამდე პერიოდში.
თქვენ არ მოგიწევთ პასუხის გაცემა ისეთ სულელურ კითხვებზე, როგორიც არის – „რისთვის გჭირდებათ ეს თანხა?“, „რისთვის აპირებთ მის გამოყენებას?“ და სხვა მრავალი მსგავსი შეკითხვა, რასაც გისმევენ სხვა ფინანსური ორგანიზაციები.
თქვენ მიიღებთ თანხას უსწრაფესად, მხოლოდ პატარა მოთხოვნის ფორმის შევსებით. უფრო მეტიც, ვერცერთი ადამიანი ვერ გაიგებს თქვენი ფინანსების შესახებ თუ თქვენ ეს არ გსურთ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სწრაფი სესხი დაცულია, პირადი ინფორმაციაზე წვდომა გაქვთ მხოლოდ თქვენ და სესხის გამცემ კომპანიას.
ონლაინ სწრაფი სესხის აღებისას, უნდა გააცნობიეროთ შემდეგი საკითხები:
გახსოვდეთ, გამოიყენეთ სწრაფი სესხების შესახებ ვებ-გვერდები (სესხების შედარებისთვის) და შეარჩიეთ თქვენი ჯიბისათვის ხელსაყრელი სესხი. არასდროს დაგავიწყდეთ მთავარი წესი- ისესხეთ პასუხისმგებლობით!!!