როდესაც ფული სასწრაფოდ გჭირდებათ და თანხას ვერ სესხულობთ, ვერც ოჯახის წევრისგან და ვერც მეგობრისგან, საუკეთესო გამოსავალი ონლაინ სესხის აღებაა, თუმცა არა ყოველთვის.
ონლაინ სესხის აღება მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როდესაც თქვენ მას იღებთ გააზრებულად, რაციონალური მიზნობრიობით და სრული შესაძლებლობა გაქვთ დააბრუნოთ აღებული სესხის დადგენილ ვადაში.
საქართველოში სწრაფი ონლაინ სესხების ბაზარი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მზარდათ განვითარებადი. ასეთი სესხების გამცემი კომპანიების გამოჩენა ტექნოლოგიურ განვითარებას უკავშირდება და იწყება 2008 წლიდან.
ონლაინ სესხების უპირატესობა მათი აღების სიმარტივეშია, თქვენ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს გაქვთ შესაძლებლობა აიღოთ სესხი, ინტერნეტის მეშვეობით. სესხის ასაღებად არ არის საჭირო ზედმეტი საბუთები, თავდები და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებები.
თუ თქვენი საკრედიტო ისტორია სუფთაა, თქვენ აუცილებლად მიიღებთ სესხს მინიმუმ 15 წუთში და მაქსიმუმ 24 საათში.
ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს აღებული სწრაფი ონლაინ სესხი, მათ შორის უმეტესობას, გაუაზრებლად, დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე, რამაც ხშირ შემთხვევაში წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს, მსესხებელსა და სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიებს შორის, რის შედეგადაც საზოგადოებაში დაინერგა გარკვეული ნეგატიური წარმოდგენები სწრაფი ონლაინ სესხების და მათი გამცემი კომპანიების მიმართ.
აღნიშნულ ტენდენციას ამძაფრებდა სხვადასხვა პოლიტიკისებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების პოზიცია ონლაინ სესხების შესახებ, ზოგიერთი პირი სესხების აკრძალვასაც კი ითხოვდა, თუმცა საბოლოო ჯამში უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და 2017 წლის იანვრიდან დაინერგა გარკვუელი რეგულაციები ონლაინ სესხებთან დაკავშირებით, აღნიშნული რეგულაციების ძირითადი მიზანია მომხმარებელთა დაცვა ზედმეტად დიდი სესხის საკომისიოსა და სესხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებისგან.
მეორე მხრივ, ობიექტურად თუ ვიტყვით, ონლაინ სესხებს იმაზე მეტი უპირატესობა გააჩნიათ ვიდრე ნაკლოვანება, განსაკუთრებით მაშინ არის ონლაინ სესხი მომგებიანი, როდესაც იგი აღებულია საჭირო დროს და საჭირო მიზნობრიობით.
ჩნადება კითხვა, როგორ და სად შევარჩიოთ საუკეთესო ონლაინ სესხი ?
დღევანდელ დღეს სწრაფი ონლაინ სესხების უამრავი კომპანიაა ბაზარზე და ყველა მათგანი სესხს გთავაზობთ განსხვავებული პირობებით. შესაბამისად საკმაოდ რთულია შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები და ყველაზე მომგებიანი ვარიანტი.
არსებობს საუკეთესო სესხის შერჩევის სხავდასხავა საშუალება, თუმცა ყველაზე მარტივი და მოსახერხებელია გამოიყენოთ სპეციალური საიტები, რომლებზეც ერთადაა განთავსებულია ყველა სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია.
ერთ-ერთი ასეთი საიტია www.topsesxi.com, მისი გამოყენება საკმაოდ მარტივი და მომგებიანია, ყველა იმ პირისათვის, რომელსაც სურს ზედმეტი დროისა და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე აიღოს სწრაფი ონლაინ სესხი.
ამ საიტზე თქვენ იპოვით ყველა იმ სანდო კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და გასცემს სწრაფ ონლაინ სესხებს, თქვენ შეგეძლებათ საკმაოდ მარტივად ისეთი სესხის შერჩევა და აღება, რომელიც თქვენთვის ყველაზე უფრო სარფიანია.
ერთ ვებ-გვერდზე მოცემულია თითოეულ შემოთავაზებულ სესხთან დაკავშირებული ყველა პირობა, როგორიცაა: სესხის ვადები, სესხის მაქსიმალური თანხა, მსესხებლის დასაშვები ასაკი, სესხის საკომისიო, პირველი სესხის უფასოდ აღების შესაძლებლობა.
ამდენად, თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ ყველა იმ არსებით პირობას,რომელიც საჭიროა სესხის აღების გადაწყვეტილების მისაღებად.
თქვენთვის სასურველი შემოთავაზების არჩევის შემდეგ დააკლიკეთ სესხის აღების ღილაკს და გადადით სესხის აღების გვერდზე, სადაც მარტივი პროცედურის გავლის შედეგად შეძლებთ რეგისტრაციას და სესხის მისაღებად განაცხადის შევსებას.
თქვენ შესაძლოა ასევე დაგაინტერესოთ სტატიამ, როგორ გავუმკლავდეთ ფინანსურ სირთულეებს?