ცუდი კლიენტი – როგორ შევამჩნიოთ?
June 7, 2018
ISO სტანდარტები ბიზნესისთვის
July 1, 2019

ოქროს გაყიდვა – საუკეთესო პირობებით?

ბევრ ოჯახში, დროთა განმავლობაში, ძველი სამკაულები, ოქროს მონეტები და ძვირფასი ლითონების სხვა ნაკეთობები ნელ-ნელა გროვდება. დიდი შანსია  წლები ისე გავიდეს, რომ მათი არსებობის შესახებ არც კი გაგახსენდეთ.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა ასეთი ნივთების გაყიდვის გზით დამატებითი შემოსავლის მიღება.

თუ ოქროს ჩაბარება გაქვთ გადაწყვეტილი, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ.

ნუ იქნებით იმპულსური

ყურადღებით დაათვალიერეთ ყველა ნივთი, რომლის გაყიდვასაც აპირებთ. ძალიან ხშირად, ძვირფას ნაკეთობებს არამხოლოდ მატერიალური, არამედ ემოციური ღირებულებაც აქვთ. დარწმუნდით, რომ ნივთის გაყიდვა გიღირთ.

გასაყიდად იდეალურია ისეთი ნივთი, რომლებთანაც არც რაიმე განსაკუთრებული ისტორია გაკავშირებთ და არც ყოველდღიურად იყენებთ – ცალი საყურე, ძველმოდური სამკაული, დაზიანებული ნაკეთობა და ა.შ.

შეაფასეთ თქვენი ნაკეთობა

უმჯობესია თქვენი ოქრო იქამდე შეაფასებინოთ კარგი რეპუტაციის მქონე ოქრომჭედელს, სანამ მის გაყიდვას შეეცდებით. გაითვალისწინეთ, რომ ბრენდული, ანტიკვარული ან სხვა რაიმე ნიშნით გამორჩეული ნაკეთობის ფასი შეიძლება იმაზე დიდი იყოს, ვიდრე იმავე წონის ოქრო.

ოქროს სამკაული იშვიათად შედგება სუფთა ოქროსგან. ბაზარზე ფართოდ გავრცელებული 10- 14- ან 18-კარატიანი ოქრო სხვა დანამატებს შეიცავს. როგორც წესი, როდესაც ოქროს ყიდით, ფასი სუფთა ოქროს შემადგენლობის მიხედვით დგინდება.

მოძებნეთ სანდო მყიდველი ან კომპანია

ადგილი, სადაც ოქროს გაყიდით, სანდოდ და კომფორტულად უნდა გამოიყურებოდეს. კომპანიის ან ოქრომჭედელის რეპუტაცია პირდაპირ მეტყველებს მის პროფესიულ ეთიკაზე. იმისათვის, რომ არ მოტყუვდეთ, შეეცადეთ მიიღოთ რჩევები ახლობლებისგან, ან მოძებნეთ მსგავსი ინფორმაცია ონლაინ.

ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას

ყოველთვის უმჯობესია ოქრო ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე გაყიდოთ. ასე უფრო მარტივია დაიცვათ თავი თაღლითებისგან. დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით როგორ მოხდა ოქროს შეფასება, ფასის დადგენა, როგორ მოხდება გადახდა და ა.შ.

გაეცანით ოქროს ფასებს

სანამ თქვენი საკუთარი ნაკეთობის გაყიდვას გადაწყვეტთ, გადახედეთ ზოგად ფასებს, როგორც ოქროს ჩაბარების პუნქტებში, ასევე ონლაინ, საერთაშორისო დონეზე.

რას გთავაზობთ ჩვენ?

კომპანია „კარატი“ სანდო და გამოცდილი კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ძვირფასი ლითონების ბაზარზე. ჩვენ გვჯერა რომ მხოლოდ გამჭვირვალობითა და სერვისის დახვეწითაა შესაძლებელი საიუველირო ნაწარმისა და ძვირფასი ლითონების ხარისხის გაუმჯობესება.

ჩვენთან დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული გარემო, სადაც შესაძლებელია ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების შეფასება და გაყიდვა.

როგორ გამოითვლება ჩვენთან ოქროს ჩაბარების ფასი?

ჩვენთან ოქროს შესყიდვის ტარიფი დაფუძნებულია ლონდონის ბირჟის ფასზე, რომელიც ლონდონის დროით, წინა სამუშაო დღის 15:00 საათზე დგინდება, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით.

შესყიდვის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე.

ფასების განახლება ხდება ყოველ სამუშაო დღეს.