ლოგოს შექმნა, ბრენდირებული ბიზნეს საქმიანობის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია, რადგან ლოგოს მეშვეობით, ბიზნესი ურთიერთობაში შედის მომხმარებელთან.
ადამიანები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიზუალურ მხარეს, ამიტომაც ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილია გამორჩეული ლოგოს დიზაინის შექმნა
ლოგო შენი ბრენდის სახეს წარმოადგენს, ეფექტური ლოგო მომხმარებლებს წლების განმავლობაში ამახსოვრდებათ, ამისთვის იგი უნდა იყოს:
ლოგოს დიზაინი უნდა ასორცირდებოდეს თქვენ ბიზნესთან, ამიტომაც მისი შექმნის პროცეში დაფიქრდით შემდეგ საკითხებზე:
1.ლოგო უნდა განასახიერებდეს შენს ბრენდს
2.უნდა იყოს ადვილად აღქმადი
3.უნდა იყოს მრავალმხრივი
4.უნდა უძლებდეს დროს
დანარჩენი ყველაფერი უკვე სუბიექტურია, გირჩევთ საქმე ანდოთ პროფესიონალ დიზაინერებს.
ლოგოს დამზადების ფასი განსხვავდება მისი სირთულიდან გამომდინარე, საქართველოში ასეთი მომსახურების მიღება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე სარეკლამო კომპანიებისგან.
ჩვენი რჩევა იქნება გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
გაეცანით შესრულებულ ნამუშევრებს – დარწმუნდით, რომ ნამუშევრები ნამდვილად იმ ადამიანს ან ორგანიზაციას ეკუთვნის.
გაეცანით მომსახურების პირობებს – მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ რა მომსახურებაში, რამდენი უნდა გადაიხადოთ
მოიძიეთ ალტერნატივები – გაეცანით რამდენიმე კომპანიის ან ფიზიკური პირის შემოთავაზებას
მიიღეთ გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალიწინებით – არ შეარჩიოთ შემსრულებელი მხოლოდ ფასის, გამოცდილების ან პირობების მიხედვით, ყველაფერი ერთიანობაში შეაფასეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, ყველაზე იაფი ან ყველაზე გამოცდილი შეიძლება არ იყოს თქვენთვის საუკეთესო შედეგის მომტანი.
იხილეთ ასევე: