რჩევები ონლაინ სესხის აღებისას
January 11, 2016
უსაფრთხოა თუ არა სწრაფი ონლაინ სესხები?
January 13, 2016

ვივუსის სესხი – 5 რამ რაც უნდა იცოდეთ

„4Finance“ ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო ფილიალი „ვივუსის ონლაინ სესხი“, როგორც საიმედო პარტნიორი, რომელიც მზად არის თავისი კლიენტების ნებისმიერი ფინანსური პრობლემა მოაგვაროს სწრაფად და ყველაზე მოსახერხებელი გზით.

ვივუსი დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიაა (3,8 მილიონამდე კმაყოფილი მომხმარებელი). ის მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც უმოკლეს დროში ესაჭიროება ფული.

1.ვის შეუძლია ვივუსის სესხით სარგებლობა?

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ასაკთან დაკავშირებულ მოთხოვნას (არიან 18-დან 75 წლამდე ასაკის), შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით.

დაინტერესებული პირი უნდა ფლობდეს ვინაობის დამადასტურებელ ნებისმიერი დოკუმენტს (ID ბარათი/პასპორტი/მართვის მოწმობა) და ანგარიშს ბანკში, რომელზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა მას შემდეგ, რაც მოხდება მისი განაცხადის განხილვა და თანხმობის მიცემა ვივუსის წარმომადგენლის მიერ.

2.რა ოდენობის სწრაფი სესხია ხელმისაწვდომი ვივუსში?

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია არასაბანკო, მოკლევადიანი ონლაინ სესხით, შეუძლია მიიღოს ვივუსის მიერ შემოთავაზებული პირობები:

  • თქვენ შეგიძლიათ მინიმუმ 50 ლარის სესხება, ხოლო მაქსიმალური თანხა 650 ლარს შეადგენს. თანხის დაბრუნების ვადა 1 დღიდან იწყება და მაქსიმუმ 30 დღედ შეიძლება განისაზღვროს. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც პირველი სესხის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ. სესხის თანხა იზრდება იმავე პიროვნების მიერ მეორე სესხის აღებიდან. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნასესხებ თანხას სრულად დააბრუნებთ დათქმულ ვადაში.
  • დასაწყისში შეგიძლიათ ისესხოთ მხოლოდ 250 ლარამდე სესხი, სრულიად უპროცენტო (0%-ად). იმ შემთხვევაში თუ თქვენ პირველად იღებთ სესხს ვივუსიდან, ერთადერთი ვალდებულება, რაც გაგაჩნიათ არის მიღებული თახის სრულად დაბრუნება დათქმულ ვადაში (მაქსიმუმ 30 დღეში).
  • შემდეგი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც დაფარავთ პირველ სესხს, თქვენ გექნებათ 450 ლარამდე თანხის მიღების შესაძლებლობა. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ უკვე მოგიწევთ საპროცენტო განაკვეთის გადახდა.
  • მესამე ნაბიჯი თანხის მაქსიმალური ოდენობის – 650 ლარის სესხებაა, რომელიც წარმოადგენს ნდობის გამოხატვას ვივუსის ყველა მომხმარებლის მიმართ.

3.ვივუსის სესხის გადახდის ვადები

ვივუსის ყველა სესხი ხელმისაწვდომია სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე, მაქსიმუმ 650 ლარამდე ოდენობით, არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით. თუ მომხმარებელს არ შეუძლია დათქმულ ვადაში თანხის დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ვივუსის თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია თანხის დაბრუნების ვადის დამატებით 7, 14 ან 30 დღით გახანგრძლივება.

4.როგორ უნდა გააკეთოთ განაცხადი ვივუსის სესხზე

სწრაფი ონლაინ სესხის მიღება, მხოლოდ ონლაინში არის შესაძლებელი, რადგან განაცხადის ფორმა 100%-ით ელექტრონულია.

ანგარიშისა და მომხმარებლის შექმნისას თქვენ შეძლებთ თქვენი ძვირფასი დროის დაზოგვას ვებ-გვერდზე განთავსებული მარტივი სარეგისტრაციო ფორმის სწრაფად შევსებით.

მას შემდეგ რაც შეავსებთ სარეგისტრაციო ფორმას ყველა მოთხოვნილი ინფორმაციით, ვივუსის წარმომადგენლის მიერ შემოწმდება დეტალები და განიხილება თქვენი სესხის მოთხოვნა, რის შედეგადაც, თანხმობის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში საჭირო თანხის მიღებას.

5.შესაძლებელია ვივუსის სესხის დაფარვის ვადის გადავადება?

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ ახერხებს თანხის დაფარვას დათქმულ ვადაში, მას შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული ვადის გადავადება.

სესხის დაბრუნების პერიოდი შეიძლება გაიზარდოს 7, 14 ან 30 დღით, მაგრამ ის არ იქნება ხელმისაწვდომი, სანამ მსესხებელი არ გადაიხდის საფასურს, სესხის ვადის გადავადებისთვის.

ვივუსი არის ერთ-ერთი იმ მცირე კომპანიებიდან, რომლებიც პირველ სესხს უპროცენტოდ გასცემს.

გარდა ამისა, მომხმარებელი ღებულობს თანხას ყოველგვარი ფარული ხარჯების გადახდის გარეშე.

თანხის მიღება ხდება ავტომატურად ბარათის ან საბანკო ანგარიშის მეშვეობით, სწრაფად და მოხერხებულად.

თუ გსურთ წაიკითხოთ მეტი, საუკეთესო სესხის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ სესხების შედარების საუკეთესო ვებ-გვერდს და გახსოვდეთ -ყოველთვის ისესხეთ პასუხისმგებლობით!