საიტის ფასი – როგორ განვსაზღვროთ ღირებულება?
April 28, 2020
ლოგოს შექმნა
ლოგოს შექმნა – რა გავითვალისწინოთ?
March 17, 2022
ბრენდინგი

ბრენდინგი – რა და რატომ?

ბრენდინგიბრენდინგი – ერთი შეხედვით საკმაოდ ნაცნობი სიტყვა, თუმცა მისი არსი და მნიშვნელობა ბიზნეზისთვის ხშირად ბუნდოვანია.

რა არის ბრენდინგი?

ბრენდინგი არის პროცესი, რომელიც იწყება ბრენდის შექმნის მომენტიდან.

მისი მიზანია ბრენდის ცნობადობის უზრუნველყოფა, მისთვის რაც შეიძლება მაღალი რეპუტაციის მინიჭება, რათა ბრენდის ქვეშ არსებული პროდუქცია უფრო სარფიანად გაიყიდოს და ბიზნესმაც მიიღოს მაქსიმალური მოგება.

ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა ხელსაწყოები, როგორიცაა ლოგო დიზაინი , ბრენდისთვის დამახასიათებელი წარწერის სტილი, ფერთა პალიტრა და დიზაინები.

ბრენდინგი თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია, შეიძლება ითქვას – საყრდენი, რის გარეშეც თქვენი ორგანიზაციის მიზამიმართული და სწორი სვლა წარმატებისკენ ძნელად სავარაუდოა.

ვინ ახორციელებს ბრენდინგს?

ყველა ვინც დაინტერესებულია ბრენდის წარმატებაში, ეს შეიძლება იყოს ორგანიზაციის დირექტორი ან უბრალო თანამშრომელი, რომელსაც აცვია ბრენდირებული მაისური.

თუმცა წამყვანი როლი მაინც მარკეტინგის რგოლს გააჩნია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბრენდინგის სწორად განხორციელება და გაყიდვების ზრდა, მათ შორის ინტერნეტში რეკლამირებისას, სადაც კონკურენცია სულ უფრო მატულობს, შესაბამისად თქვენი კომპანიის სერვისებისა და პროდუქციის გამორჩეულად წარმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ბრენდინგის ფასი – რა ღირს ბრენდირება?

არსებობს მოსაზრება, რომ ბრენდინგი ძვირი ჯდება და მხოლოდ ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციებს შეუძლიათ მისი განხორციელება, თუმცა ეს არ არის.

ნებისმიერი ზომის და ფინანსების მქონე ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს ეფექტური ბრენდინგი, ამისთვის სულ ცოტა მონდომება და სწორი პოზიციონირებაა საჭირო.

გაეცანით სხვა მსგავს სიახლეებს:

ლოგოს დამზადება გსურთ და არ იცით საიდან დაიწყოთ?

საიტების დამზადება ფინანსური სფეროსთვის

ელექტრონული კომერცია საქართველოში