

ფეისბუქ გვერდის შექმნა გსურთ? წარმოგიდგენთ დეტალურ ინსტრუქციას:
ფეისბუქის ბიზნეს გვერდი არის საჯარო პროფილი ფეისბუქის პლატფორმაზე, რომელიც განკუთვნილია ბიზნესისთვის, ორგანიზაციებისა და საჯარო პირებისთვის, თავიანთი საქმიანობის პიარისთვის.
მომხმარებელი “Like” ან “Follow” ღილაკის დაჭერით ინტერესს გამოხატავს გვერდის ინფორმაციის მიღების თაობაზე, შედეგად მას პერიოდულად გამოუჩნდება გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ან შეთავაზება.
ამავდროულად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მხოლოდ ბიზნეს გვერდით არის შესაძლებელია რეკლამის გაშვება ფეისბუქზე.
ბიზნეს გვერდის შექმნა ხდება თქვენი Facebook პროფილიდან
შეგიძლია ამ ბმულზე გადახვიდეთ და დაიწყოთ გვერდის შექმნის პროცესი: https://www.facebook.com/pages/create
გვერდის შესაქმნელად დაგჭირდებათ: გვერდის სახელწოდება და კატეგორიის შერჩევა.

თქვენ დაგჭირდებათ საკონტაქტო ინფორმაციის, მისამართის და სხვა დეტალების მითითება.
გვერდის ვიზუალი მოიცავს პროფილის ფოტოსა და ქოვერის ვიზუალს, ასევე დაგჭირდებათ საკონტაქტო ღილაკის დამატება, რათა მომხმარებელი მარტივად დაგიკვშირდეთ.
ასევე შესაძლებელია Whatsapp-ის დაკავშირება ფეისბუქ გვერდთან, რაც ხელს შეუწყობს უფრო სწრაფ კომუნიკაციას.
თქვენ საშუალება გაქვთ შექმნათ და დააკავშიროთ ფეისბუქ გვერდი ინსტაგრამთან, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტურად განახორციელოთ სარეკლამო კამპანიები.
გსურთ დახმარება? დაგვიკავშირდით – 555 38 18 89
მსგავსი სერვისები:
წყარო: https://blog.hootsuite.com/steps-to-create-a-facebook-business-page/
ბიზნეს გვერდის შექმნა ყველას შეუძლია ფეისბუქზე, თუმცა ხშირად ასეთი გვერდები გაუმართავია, რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს ან ვერ ხდება მათგან სასურველი სარგებლის მიღება.
ფეისბუქის გვერდის გამართულობა ორ მიმართულებით შეიძლება შეფასდეს:
ვიზუალური მხარე – მოწესრიგებული ქოვერისა და პროფილის ფოტოს გარდა აქ მნიშვნელოვანია რეგულარულად განათავსოთ თქვენს გვერდზე ხარისხიანი ფოტო-ვიდეო კონტენტი.
ბიზნესის საქმიანობის და მიზნების გათვალისწინებით განისაზღვრება კონტენტის შექმნისა და განთავსების სტრატეგია, მათ შორის ინტენსიურობა.
ტექნიკური მხარე – არ მოიცავს მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის მითითებას ან მესენჯერის ღილაკის დაყენებას, აქ პირველ რიგში საუბრია გვერდის მართვის ტექნიკურ მხარესა და მის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ადმინისტრატორის დონეების შერჩევა და მინიჭება გვერდის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, ვერიფიკაციის სისტემის დაყენება და სხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
გაინტერესბს მეტი? მოგვწერე კონსულტაციისთვის ან დაგვიკავშირდი – 555 38 18 89
ასევე დაგაინტერესებთ: