April 24, 2016

ვადიანი და უვადო თავდებობა

ვადიანი და უვადო თავდებობა თავდებობა შეიძლება იყოს ვადიანიც და უვადოც. ვადიანი თავდებობა წყდება ვადის გასვლის მომენტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადა 5 წელზე მეტი ხნით არის განსაზღვრული. ასეთ შემთვევაში თავდებს შეუძლია მოითხოვოს თავდებობის შეწყვეტა, თუმცა აღნიშნული განხორციელდება მოთხოვნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ანალოგიური პროცედურით ხორციელდება უვადო თავდებობის შეწყვეტაც.
April 24, 2016

თავდების მიერ გამსესხებლის დაკმაყოფილების შედეგები

თავდების მიერ გამსესხებლის დაკმაყოფილების შედეგები იმის შემდეგ რაც თავდები დააკმაყოფილების გამსესხებელს ნაწილობრივ ან/და მთლიანად, მასზე გადადის გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ, ასევე უზრუნველყოფის საშუალებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მაგ: A-მ ვერ გადაიხადა B-ს მიმართ არსებული ვალი – 5000 ლარის ოდენობით. C-ს არის თავდები, რომელმაც 2000 ლარის ფარგლებში იკისრა A-ს ვალდებულების მიმართ […]
April 24, 2016

სოლიდარული თავდებობა

სოლიდარული თავდებობა მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არასოლიდარული და სოლიდარული თავდებობა.  ზოგადი წესის თანახმად, თავდებისადმი მიმართვა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა შეძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოხდება მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. მაგ: A-მ ისესხა […]