ხანდაზმულობის ვადის შეჩერება
March 24, 2016
სესხის ხანდაზმულობა
April 24, 2016

ხანდაზმულობის ცნება და ფუნქციები

რა არის ხანდაზმულობა ?

ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში, გამსესხებელს შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა, სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვის გზით.

მაგ: „A”-ს უნდა დაებრუნებინა „B”-სგან აღებული სესხი – 1000 ლარის ოდენობით 2016 წლის 10 მაისს, მან სესხი არ დააბრუნა აღნიშნულ ვადაში.

„B” უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების იძულებითი შესრულება, სასამართლოს მეშვეობით, თუმცა მას ასეთი მოთხოვნის უფლება აქვს, მხოლოდ ხანდაზმულობის ვადებში.

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა- სამი წელია, რომელიც აითვლება, იმ თარიღიდან, როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო, ანუ ხანდაზმულობის ვადა აითვლება 2016 წლის 10 მაისიდან, შესაბამისად “B”- ს მოთხოვნა იქნება ხანდაზმული 2019 წლის 10 მაისის შემდგომ.

სესხი და ხანდაზმულობა

ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას, კერძოდ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

ხანდაზმულობის გასვლის შედეგები

ხანდაზმულობის ფუნქციები:

1.სასარჩელო ხანდაზმულობა უადვილებს სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

2.სასარჩელო ხანდაზმულობა მიმართულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვისკენ, არიდებს რა მის მონაწილეებს იმ გაუგებრობას, რაც აუცილებლად წარმოიშობოდა სამოქალაქო სამართლის დამრღვევ პირს დიდი ხნის მანძილზე თუ დავაყენებდით სახელმწიფო იძულების ღონისძიების გამოყენების რისკის ქვეშ.

3.დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში.

4.სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თავიანთ უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდებს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე.