სესხის არსებობის აღიარება
April 25, 2016
აღიარება, ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ
April 25, 2016

ხანდაზმულობის შეწყვეტა სარჩელის შეტანით

სასამართლოში სარჩელის წარდგენის გარდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევს პირის მიერ მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადების შეტანა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში.

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი შეიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს და ვადა განაგრძობს დენას საერთო წესით:

)მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, გამოიხმობს მას ან მხარეები მორიგდებიან.

)სასამართლოს მიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.