ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, ხანდაზმულობის შეჩერებისაგან განსხვავებით განსხვავებულ იურიდიულ შედეგებს იწვევს, კერძოდ „შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება“.
მაგ: A-ს უნდა დაებრუნებინა სესხი B-სთვის, 2012 წლის 10 აპრილამდე. 2014 წლის 10 მაისს, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან, A-ს მიერ, ვალდებულების აღიარების გამო. ჩნდება კითხვა, როდის გახდება B-ს მოთხოვნა A-ს მიმართ ხანდაზმული.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 2014 წლის 10 მაისს, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა, ამ დრომდე გასული ხანდაზმულობის ვადა გაქარწყლდება, შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმული გახდება 2017 წლის 10 მაისის შემდგომ.
ხანდაზმულობის შეწყვეტას სამოქალაქო კოდექსი ორ გარემოებას უკავშირებს:
ა) ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის აღიარებას.
ბ) უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში მიმართვას.
სესხის ხანდაზმულობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ სრული სტატია.