ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა
April 24, 2016
ხანდაზმულობის გასვლის შედეგები
April 25, 2016

ანდაზმულობა, სესხის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში

თუ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება ვადამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება შეწყვეტის შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

მაგ: სესხის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის იანვარში, ორი წლის ვადით-2018 წლის იანვრამდე. მსესხებელი არ იხდიდა ყოველთვიურ პროცენტს, რის გამოც, გამსესხებელმა 2017 წის იანვარში ცალმხრივად შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და ვადამდე მოითხოვა სესხის დაბრუნება.

ამ შემთხვევაში მომავალი ერთი წლის განმავლობაში შესასრულებელი ვალდებულებები წყდება და წარმოიშობა ახალი ვალდებულება, რომლის წარმოშობის მომენტია სესხის შეწყვეტის მომენტი, შესაბამისად სესხის შეწყვეტის მომენტიდან დაიწყება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა და სესხის დაბრუნების მოთხოვნა იქნება ხანდაზმული, 2020 წლის იანვრის შემდგომ.