საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში ყოველ მეორეს სესხი აქვს აღებული, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალეთა რიცხვი მილიონს დიდი ხანია, რაც გადაცდა.
მეორე მხრივ, ონლაინ სესხები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობენ, მათ საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვთ ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისათვის.
ასეთი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ფინანსურ რესურსებზე მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას, თუმცა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო აღნიშნული პროდუქტების გამოყენება ხდება არამიზნობრივად, კერძოდ მათი სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გადახდისუუნარონი არიან, ამავდროულად სესხის გამცემი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც იწვევს შემდგომში სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს მომხმარებლებისთვის, რადგან არსებობენ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც კაბალური პროცენტებისა და ა.შ. გამო ძალიან მძიმე სიტუაციაში ვარდებიან.
ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის უარყოფითი შედეგების ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა და ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იზრდება უარყოფითი საკრედიტო ისტორიის მქონე დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა. ეს მომავალში უარყოფითად აისახება, როგორც მათი შრომით ბაზარზე მონაწილეობაზე, ასევე შესაძლო ბიზნეს საქმიანობაზე, ვინაიდან შეუზღუდავს ფინანსურ რესურსებზე წვდომას.
ამდენად, დღეს საკმაოდ პრობლემურია ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამის აღმოსაფხვრელად ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ონლაინ სესხების კომპანიები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს.
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია სესხებთან დაკავშირებით, ამავდროულად ნებისმიერი დავის/პრობლემის შესახებ მივაწოდოთ რჩევები, ან უბრალოდ ინფორმაცია, მომხმარებლებისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
სწარფი სესხის გამცემ კომპანიათა რაოდენობა საკმაოდ დიდია. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობისგან, რომლებიც ეწევიან საეჭვო მომსახურებას ან კომპანიებთან, რომელთაც აქვთ მომხმარებელთა უარყოფითი გამოხმაურებები. ჩვენს ვებგვერდზე იხილავთ სანდო კომპანიებს, რომლებიც დაკრედიტების სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობენ; მათ შორისაა Vivus.ge, netcredit.ge და სხვანი.
ამავდროულად მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად დადგინდება ონლაინ-სესხების/მიკროსაფინანსოების შავი სიაც.