სასამართლო უწყების ჩაბარება საჯარო შეტყობინებით
June 1, 2016
მტკიცების ტვირთი სესხის დავებზე
July 31, 2016

რა არის შესაგებელი ?

მოპასუხე ვალდებულია სარჩელის მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი).

შესაგებელი არის პასუხი სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, რომელიც იგზავნება კანონით დადგენილი ფორმით.

შესაგებლის წარდგენასთან ერთად მოპასუხე ასევე ვალდებულია შესაგებელს დაურთოს შესაგებლის ასლის მოსარჩელისთვის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. (საფოსტო კომპანია გასცემს მსგავს საბუთს, თუ შესაგებლის გაგზავნა ხდება ფოსტის მეშვეობით).

რა ვადებში უნდა მოხდეს შესაგებლის წარდგენა?

შესაგებლის წარდგენის ვადას განსაზღვრავს სასამართლო.სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს.

ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი.

როგორია შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები?

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამიტომაც ყოველთვის მნიშვნელოვანია შესაგებლის წარდგენა, საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში.

სასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა