კრიპტოვალუტის რეკლამა ფეისბუქზე
May 19, 2018
ცუდი კლიენტი – როგორ შევამჩნიოთ?
June 7, 2018

ფინანსური პირამიდა – რა არის ფინანსური პირამიდა?

ფინანსური პირამიდა თაღლითური საქმიანობის ფორმაა, რომლის მიზანია ხალხისგან თანხის მოზიდვა, დიდი სარგებლის შეთავაზების სანაცვლოდ.

როგორც წესი, ფინანსური პირამიდის ზოგიერთი წევრი მართლაც ღებულობს დიდ სარგებელს, თუმცა აღნიშნული ხორციელდება სხვა წევრების ხარჯზე, მათგან მოძიებული ფინანსებით.

ფინანსური პირამიდა თავიდანვე განწირულია ჩამოშლისთვის, განსხვავება პერიოდულობაში, თუ რამდენი ხანი მოახერხებს იგი ფუნქციონირებას.

ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად არის იგი ორგანიზებული, როგორია მენეჯმენტი და ახალი წევრების შემოდინების პროცესი.

კარგად ორგანიზებულმა ფინანსურმა პირამიდამ შესაძლოა წლებიც კი იარსებობს, თუმცა ასეთ შემთხვევაში მისი ჩამოშლის შედეგები უფრო მასშტაბური და სავალალო იქნება, ვიდრე შედარებით მცირე ხნით არსებული პირამიდის შემთხვევაში.

ფინანსური პირამიდების ორგანიზაციული სტრუქტურა დროთა განმავლობაში ვითარდება, ორგანიზაციები ინაცვლებენ ჩაბნელებული ოთახიანი ბინებიდან ინოვაციული ციფრული ტექნოლოგიების მქონე ვებ-საიტებში.

ფინანსური პირამიდა ხშირად ხორციელდება გარკვეული პროდუქციითა ან მომსახურებით ვაჭრობის გზით, როგორიცაა ტურისტული საგზურები, სამკაულები, საათები და ა.შ.

ასეთი პროდუქცია / მომსახურება საბაზრო ფასზე გაცილებით მაღალ ფასად იყიდება. ასეთი სქემის მიზანია წევრმა დამატებით გაყიდოს შეძენილი საქონელი და მომსახურება და ამ გზით სხვებიც “გააწევრიანოს” სქემაში.

აღნიშნულის სქემის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ კანონიერების ელფერი შესძინოს ორგანიზაციის თაღლითურ საქმიანობას.

საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი ახალი წევრების ჩართვა და მათგან სახსრების მოზიდვაა და არა პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ბიზნესის განვითარება.

როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა ?

ფინანსური პირამიდის ამოცნობა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძნელია, თუმცა არსებობს ელემენტები, რომლებიც ყველა ფინანსურ პირამიდას ახასიათებს:

  • ორგანიზაცია სთავაზობს პოტენციურ წევრებს საბაზრო საპროცენტო განაკვეთან შედარებით ბევრად დიდ ფინანსურ სარგებელს.
  • დამატებითი სარგებლის მიღების წინაპირობა, ახალი წევრების მოძიება ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად გაყიდვაა.
  • ასეთი ორგანიზაციები აუცილებლად შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმას იყიებენე, როგორიცაა (შპს – შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია) ან სს (სააქციო საზოგადოება).
  • ორგანიზაციის განმარტება საკუთარი ინვესტიციების შესახებ გაუმჭირვალე და გაუგებარია. ასევე ძნელად არის მოსაძებლი ინფორმაცია ასეთი ორგანიზაციების დამფუძნებლების და მათი საქმიანობის შესახებ.
  • კომპანია ხარჯავს უჩვეულოდ დიდ ფინანსებს სარეკლამო საქმიანობაში, მათ შორის სატელევიზო რეკლამასა და ინტერნეტ მარკეტინგში. ხშირად, წევრების სიის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე.წ. “საქველმოქმედო” აქციებს.

ჩვენი რჩევა:

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, უცნაურ ორგანიზაციებში ინვესტირებისას, მათ შორის როდესაც ასეთი ორგანიზაციები მაქსიმალურად სარფიან წინადადებას გთავაზობენ. 

იყავით ყურადღებით მაშინაც კი, როდესაც ასეთ ორგანიზაციაში ახლობელი ან თუნდაც ნათესავი მიგიყვანთ!