სასამართლო უწყების მიღებაზე უარის თქმა
June 1, 2016
შესაგებელი
June 13, 2016

საჯარო შეტყობინება

თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში –მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

საჯარო შეტყობინებით, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრიდან, ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში/ ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.