ბევრი ადამიანი, რომელიც განაცხადს სწრაფ ონლაინ სესხზე აკეთებს დაინტერესებულია, არის თუ არა უსაფრთხო ამ ტიპის სესხი.
შიში, რომ მათი პერსონალური მონაცემები არასასურველ ხელში აღმოჩნდება საფუძველს მოკლებულია და ამის დასაბუთებას იხილავთ აღნიშნულ სტატიაში.
იგივე ითქმის აღნიშნული კომპანიების ვალდებულებაზე, განმცხადებელს მიაწოდონ სწრაფ სესხთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია ისე, რომ მან ყველაფერი იცოდეს შეთავაზების შესახებ და სესხი ინფორმირებულმა აიღოს.
ფაქტი, რომ არასაბანკო კომპანიებმა აირჩიეს ამ ტიპის სწრაფი სესხის მიწოდება ონლაინ ვებ-გვერდების საშუალებით, ლოგიკურად ეფუძნება მოსახლეობის მიერ ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების გამოყენების გახშირებას.
სანდო კომპანიების ვებ-გვერდები არის სრულიად დაცული, ისინი იყენებენ უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ნებისმიერი ვირუსული შემოტევებისგან იცავს ვებ-საიტების შინაარსსა და შეგროვებულ ინფორმაციას.
გარდა ამისა, შეგროვებული ინფორმაციის დაცვის მიმართ ინტერესი საერთოა, განსაკუთრებით არასაბანკო დაწესებულებებისთვის, რომლებიც პირდაპირ არიან დაინტერესებული მონაცემების სრულყოფილად და უსაფრთხოდ შენახვაში.
ასევე, პროფესიული ეთიკა და საკანონმდებლო ნორმები ავალდებულებს პერსონალური მონაცემების ყველა შემგროვებელს დააკმაყოფილოს გარკვეული პირობები, რათა შეძლოს ამ ტიპის მონაცემების შეგროვება.
თუ სწრაფი სესხის გამცემი კომპანია დაარღვევს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, საქართველოს კანონმდებლობა პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში, ითვალისწინებს საკმაოდ დიდი ოდენობის ჯარიმებს.
უფრო მეტიც, ნებისმიერ ადამიანს, რომლის შესახებ ინფორმაციაც იქნა შეგროვებული დასამუშავებლად და გადაყვეტილების მისაღებად, უფლება აქვს:
სრული უსაფრთხოებისათვის და სანდოობისთვის, როდესაც თქვენ აკეთებთ განაცხადს სწრაფ ონლაინ სესხზე, გამოიყენეთ სესხების შედარების საიმედო ვებ-გვერდი, რომელზეც განსაზღვრულია ყველა სანდო კომპანიის შემოთავაზების პირობები.
ასეთ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ საუკეთესო შემოთავაზებას, შერჩეულს და დახარისხებულს თქვენი საჭიროებების შესაბამისად.
რაც შეეხება თვითონ ვებ-საიტის უსაფრთხოებასა და პერსონალურ მონაცემებს, ყველა ონლაინ სესხის გამცემი ვებ-გვერდი უსაფრთხოა, თუ მის დომენს თან ახლავს „https: //“-ს მწვანე ფონი და დახურული ბოქლომის ნიშანი.
ასეთ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ვებ-გვერდი არის დაცული დამცავი სისტემის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს თავად ვებ-გვერდისა და იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც მას იყენებენ.
დამატებითი უსაფრთხოებისათვის, შეამოწმეთ ყველა შემოთავაზება, რომელითაც დაინტერესედებით, სანდო სესხის შესადარებელი ვებ-გვერდის საშუალებით და თქვენ გეცოდინებათ, რომ ყველაფერი წესრიგშია. ყოველთვის ისესხეთ პასუხისმგებლობით, იმისათვის რომ ისიამოვნოთ და მიიღოთ სრული სარგებელი ონლაინ სწრაფი სესხებისგან!