თავდების მიერ გამსესხებლის დაკმაყოფილების შედეგები
April 24, 2016

სოლიდარული თავდებობა

მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არასოლიდარული და სოლიდარული თავდებობა. 

ზოგადი წესის თანახმად, თავდებისადმი მიმართვა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა შეძლება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოხდება მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

მაგ: A-მ ისესხა B-სგან 2,500 ლარი, A-ს თავდებად დაუდგა C. ამ შემთხვევაში, თუ A არ დაუბრუნებს სესხს B-ს, ამ უკანასკნელს არ შეუძლია C-ს მოსთხოვოს ვალის დაბრუნება, მანამ, სანამ A-სგან სასამართლოს მეშვეობით არ დაასრულებს იძულებით ვალის ამოღების პროცესს.

თუმცა თუ თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად/თანაბარმნიშვნელოვნად, მაშინ კრედიტორს ექნება შესაძლებლობა, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს თავდებს მოვალის ვალდებულების შესრულება.

მაგ: ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში, C, რომ ყოფილიყო სოლიდარული თავდები, B უფლებამოსილი იქნებოდა პირდაპირ მისგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, A-ს მიმართ დავის წარმოების გარეშე.

სოლიდარული თავდები უფლებამოსილია წარადგინოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებელი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ მაგ: თუ ვთქვათ ზემოთ მოყვანილ მაგალითში A-სა და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება დაიდო კანონმდებლობის დარღვევით (მაგ: იძულებით), მაშინ თავდებ C-ს შეუძლია მიუთითოს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობაზე, რაც A-ს უფლებაა, თუმცა C, როგორც თავდები უფლებამოსილია გამოიყენოს ეს უფლება.

უფრო დეტალური ინფორმაცია თავდებობაზე იხილეთ აქ.