სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, სესხის ხანდაზმულობა აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ეს ის მომენტია, როდესაც მსესხებელს უნდა განეხორციელებინა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და მან აღნიშნული არ გააკეთა.
მაგ: „A”-მ ისესხა „B”-სგან 1000 ლარი 2014 წლის 10 მაისამდე. თუ 10 მაისამდე „A” არ დააბრუნებს სესხის თანხას, მაშინ 10 მაისის შემდგომ “B”-ს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება “A”_ს მიმართ და აითვლება ხანდაზმულობის ვადა. „B”-ს მოთხოვნა ჩაითვლება ხანდაზმულად 2017 წლის 10 მაისის შემდეგ.
თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური პროცენტი, თითოეული შესრულებისათვის დამოუკიდებლად აითვლება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
მაგ: „A”-მ ისესხა „B”-სგან 12.000 ლარი 1 წლის ვადით. მას უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, ასევე პროცენტის სახით 200 ლარი. სულ ყოველთვიურად 1200 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში ყოველთვიური მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადა აითვლება დამოუკიდებლად, ვთქვათ თუ 2014 წლის მაისის თვის სახდელს- 1200 ლარს არ გადაიხდის “A”, მაშინ ამ თვის მოთხოვნა ხანდაზმული გახდება 2017 წლის მაისის შემდგომ, ხოლო 2014 წლის სექტემბრის სახდელის შემთხვევაში- მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის სექტემბრის შემდგომ.
სესხის ხანდაზმულობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ სრული სტატია.