სესხის პროცენტის ოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
მაგ: სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
„საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5 მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან“
მაგ: ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე 2012 წლისთვის შეადგენდა უცხოურ ვალუტაში 14.1%-ს. შესაბამისად, ზემოთ თქმული ფორმულის მიხედვით, ვიღებთ 14.1 x 2.5 / 12 = 2.9375% თვეში.
იპოთეკით დატვირთული სესხის ხელშეკრულების მხარეებს ეკრძალებათ ამ ოდენობაზე მაღალი პროცენტის განსაზღვრა.
თუმცა არაუზრუნველყოფილი სესხები, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ სესხების კომპანიების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო ლიმიტი არ არის განსაზღვრული, რაც ერთი შეხედვით პრობლემას უქმნის ბევრ ადამიანს, თუმცა აღნიშნული „ხარვეზი“ უკვე გამოსწორებულია საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიხედვით.