ხანდაზმულობის გასვლის შედეგები
April 25, 2016
ხანდაზმულობის შეწყვეტა სარჩელის შეტანით
April 25, 2016

სესხის არსებობის აღიარება

სესხის არსებობის აღიარება არის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

მოთხოვნის არსებობის აღიარება სხვადასხვა მოქმედებაში შეიძლება გამოიხატოს, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას. ამ მოქმედებებიდან კანონი ასახელებს ავანსის, პროცენტის და კრედიტორისათვის გარანტიის მიცემას. მაგრამ არ გამორიცხავს მოთხოვნის აღიარების სხვა მოქმედებებსაც, რომლებიც მოწმობენ მოთხოვნის აღიარებაზე.

ასეთი მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ასეთ შემთხვევაში, ნებიმისერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.[1]

იმისათვის, რომ მსესხებლის მოქმედება გაგებული იქნეს, როგორც მოთხოვნის არსებობის აღიარება, აუცილებელია, რომ აღიარება მოხდეს გამსესხებლის და არა სხვა პირის წინაშე.[2]

მოთხოვნის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ არის სახეზე, როდესაც მსესხებელი გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მსესხებელი ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას.

მაგ: მსესხებლის განცხადება, რომ მან ისესხა ფული, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას, თუ მის განცხადებაში არ ჩანს ნება ამ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

[1] სუსგ. № ას-599-562-2010

[2] სუსგ. N-ას-374-347-2010