როგორც წესი, პასუხი მხოლოდ საორიენტაციო ფასების განსაზღვრით შემოიფარგლება, რადგან ზუსტი ღირებულების დასადგენად მნიშვნელოვანია ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება:
წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ ფაქტორებს და ელემენტებს განვიხილავთ დეტალურად, რომელთაგანაც შედგება ვებ-საიტი და განისაზღვრება მისი ღირებულება:
ხელშეკრულების შედგენა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, არა იმდენად ფასის ფორმირების კუთხით, არამედ ორივე მხარის ინტერესების დაცვის კუთხით.
კერძოდ სწორედ ხელშეკრულებაში განისაზღვრება რა მოცულობის სამუშაოს გაწევა მოუწევს შემსრულებელს და რა ფასი უნდა გადაუხადოს აღნიშნული მოცულობის სამუშაოში დამკვეთმა.
საიტის დამზადების ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.
ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს მხარეთა ურთიერთობის თითოეული ეტაპი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნიკური დავალების შედგენა, რომელშიც ზუსტად განისაზღვრება დასამზადებელი ვებ საიტის ყველა დეტალი.
ტექნიკური დავალება, ეს არის საიტის ფუნქციებისა და ელემენტების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელიც საშუალებას იძლევა საიტის დასრულების შედეგად შეფასდეს და შემოწმდეს მისი ხარისხი.
ზოგადად ტექნიკური დავალება უნდა შედგეს საიტის დამზადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, რადგან იგი წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას.
რთული პროექტების შემთხვევაში, ტექნიკური დავალების შედგების ფასი ცალკე არის გამოყოფილი, რადგან იგი ცალკე მომსახურებას წარმოადგენს, თუმცა ხშირ შემთხვევაში. მარტივი საიტების შემთხვევაში, ცალკე ფასი არ განისაზღვრება.
კარგად შედგენილი ტექნიკური დავალება ბევრად გაამარტივებს მთლიან პროცესს.
ტექნიკური დავალების შედგენა საიტების დამზადებისთვის, იგივეა, რაც არქიტექტურული და კონსტუქციული პროექტის შედგენა სახლის მშენებლობისთვის.
ამდენად, თუ თქვენი მიზანია მრავალფუნქციური ვებ საიტის დამზადება, ნუ დაზოგავთ ფულს კარგი ტექნიკური დავალების შედგენისათვის, რადგან ამ ეტაპზე მცირე თანხის დაზოგვამ,შესაძლოა დიდი თანხით გაზარალოთ შემდგომ ეტაპებზე.
დიზაინი საიტის ერთ-ერთი არსებითი ელემენტია, როგორც ფასის განსაზღვრის, ისე საიტის დამზადების ვადების განსაზღვრისთვის.
ზოგიერთი მომხმარებლისთვის ვებ გვერდის დიზაინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზოგიერთისთვის მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ასევე არიან კლიენტები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ დიზაინს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მოგვიანებით სხვაგვარად საუბრობენ.
ამიტომაც, თავიდანვე უნდა განისაზღვროს დიზაინის მიმართ მოთხოვნები, როგორი დიზაინი გსურთ?
ხელით დახატული, სტანდარტული მზა დიზაინი, თუ ეს საკითხი სულერთია თქვენთვის?
არსებობს ორი ალტერნატივა: საიტის აწყობა მზა ძრავზე ან მისი სუფთა კოდით დაწერა, საიტების უმრავლესობის დამზადება შესაძლებელია მზა ვორდპრესის ძრავზე, (ნიმუში: www.spermagen.ge, www.paybot.ge) ხოლო განსაკუთრებულად კომპლექსური საიტები იქმნება სრულიად ხელით დაწერილი კოდით.
გასაკვირი არ არის, თუ ვიტყვით, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ორგანიზებული საიტის დამზადების პროცესი და რაც არ უნდა კარგი დიზაინის მქონე იყოს საიტი, მისი ფუნქციური გამართულობისთვის აუცილებელია პროფესიონალი პროგრამისტი.
პროგრამისტების სამუშაოს ღირებულება დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე.
ობიექტური ფაქტორები – რა გამოცდილების მქონეა პროგრამისტი- რამდენი და რა სირთულის საიტები აქვს გაკეთებული.
სუბიექტური ფაქტორები – რამდენად აფასებს პროგრამისტი თავის თავს.
პროგრამისტების შეფასების დროს მნიშვნელოვანია ასევე იმის გარკვევა, როგორი ტიპის საიტებზე აქვს უფრო მეტი ნამუშევარი პროგრამისტს.
ყველა ამ ფაქტორს გათვალისწინებით განისაზღვრება პროგრამისტის ანაზღაურება,თუმცა როდესაც აპლიკაციის დამზადება ხორციელდება კომპანიის მიერ, აღნიშნული საკითხი ნაკლებად აქტუალურია დამკვეთისთვის.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამკვეთი ქირაობს მხოლოდ პროგრამისტს და დიდ ყურადღებას არ აქცევს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ტექნიკური დავალება, დიზაინი, პროგრამისტის გამოცდილება და სხვა, რასაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.
ისეთი ინტეგრაციები, როგორიცაა მაგალითად გადახდის სისტემა, დაჯავშნა და ა.შ. განსაზღვრავს საიტების დამზადების ძირითად სირთულეს.
ინტეგრაციების ოდენობა და სირთულე დიდწილად ახდენს გავლენას საიტების დამზადების ღირებულებაზე.
გარდა იმისა, რომ ინტეგრაციების განხორციელება ერთ-ერთი რთული ელემენტია საიტების დამზადებისას, იგი ამავდროულად საჭიროებს მესამე პირებთან კომუნიკაციას და მათთგან შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მიღებას, რაც შესაძლოა დროში გაიწელოს, მათ შორის, მესამე პირების დაუდევრობის ან გულგრილობის გამო, ან შესაძლოა მათ არ გააჩნდეთ ინტეგრაციებისათვის აუცილებელი ტექნიკური მონაცემები.
ნებისმიერ საიტს სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, ხოლო თუ საიტი ეწევა ბიზნეს საქმიანობის წყაროს (მაგ: ონლაინ მაღაზიები, ონლაინ სესხის კომპანები და ა.შ.), ამ შემთხვევაში საჭიროა ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფაც.
მნიშვნელოვანია თავიდანვე გქონდეთ შეთანხმებული, საიტის დასრულების შემდგომ საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის პირობები, რაც მოიცავს საიტის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფას, მათ შორის ჰოსტინგის/დომენის მენეჯმენტს და საიტზე წარმოშობილი რაიმე ხარვეზის წარმოშობის შემთხვევაში, მის დროულად გამოსწორებას, საიტის აღდგენას.
იგი მოიცავს ბიზნესისთვის საჭირო ღონისძიებების განხოციელებას, მაგალითად ონლაინ მაღაზიების შემთხვევაში, პროდუქციის ატვირთვას, ფასების შეცვლას, და კონტენტის მენეჯმენტს.
როგორც წესი ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა გაცილებით მეტ რესურს საჭიროებს, ვიდრე საიტის ტექნიკური უზრუნველყოფა, ამიტომაც თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრეთ ფინანსები და პროცედურული საკითხები ამ მიმართულებით.
შესაძლებელია გსურდეთ, არა ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა, არამედ მხოლოდ კონტენტის მენეჯმენტი, სიახლეების დამატება და გარკვეული ცვლილებების გახნორციელება საიტის კონტენტში.
ასეთი მომსახურება ცალკე გამოიყოფა და უფრო ნაკლები ღირებულება აქვს, ვიდრე ბიზნესის ტექნიკურ უზრუნველყოფას.
ხშირად გვიკავშირდებიან მომხმარებლები და სურთ საიტის დამზადება 1-2 კვირაში ან თუნდაც რამდენიმე დღეში.
ზოგადად სხვადასხვა სირთულის საიტს გააჩნია თავისი სტანდარტული დამზადების დრო, ხოლო რაც უფრო სწრაფად სურს დამკვეთს მისი დამაზდება, აღნიშნული გავლენას ახდენს მის ღირებულებაზე.
მაგალითად, თუ საიტების დამზადების სტანდარტული ვადა განისაზღვრა ორი თვით, ხოლო დამკვეთს სურს მისი დამზადება ერთ თვეში, აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს საიტის ღირებულების 40-60%-ით გაძვირება.
საიტის შექმნა უამრავი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, წინამდებარე სტატიაში განვიხილეთ ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც გავლენას ახდენს საიტის ღირებულების განსაზღვრაში.
გარდა ამისა, ისინი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ფუნქციებისა და შინაარსის მქონე საიტის განსაზღვრაში.