აღსრულების ხანდაზმულობა
April 24, 2016

loansრა არის მოვალეთა რეესტრი?

მოვალეთა რეესტრი არის მონაცემების ელექტორნული ბაზა, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთაც მიმართაც დაწყებულია აღსრულების პროცესი, ფულად ვალდებულებასთან დაკავშირებით.

პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ,რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან.

რეესტრის მონაცემები საჯაროა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობასა და მონაცემების მუდმივ განახლებას.

აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.