სესხის პროცენტის შემცირება
July 24, 2016
ახალი რეგულაციები სესხებზე – რა გავლენას იქონიებს?
April 11, 2018

პროცენტის დარიცხვის მარტივი და რთული მეთოდი

ამ სტატიაში საუბარი იქნება პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვის მეთოდების შესახებ, ანაბრის ხელშეკრულების მაგალითზე.

თუ ანაბრის თანხაზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის დარიცხვა ხდება პერიოდის ბოლოს ერთჯერადად, დარიცხვის მეთოდს ჰქვია მარტივი. მარტივია ასევე დარიცხვის სქემა, თუ პროცენტის დარიცხვა ხდება დეპოზიტის მოქმედების პერიოდში რამდენჯერმე, მაგრამ ანგარიშდება მხოლოდ ძირ თანხაზე.

თუ წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხდება სადეპოზიტო პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე, ამასთან ყოველი შემდეგი დარიცხვა ხდება ძირ თანხასა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე, მაშინ დარიცხვის სქემას რთული ჰქვია.

მარტივი დარიცხვის მაგალითი: თქვენ შეიტანეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე, ერთი წლის ვადით. ანაბრის პირობების მიხედვით, თქვენ დაგერიცხათ 10% (100 ლარი), მარტივი დარიცხვის წესით, წლის ბოლოს. მოცემულ შემთხვევაში, თქვენი მთლიანი შემოსავალი შეადგენს- 1100 ლარს. (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ზუსტად 10%-ია)

რთული დარიცხვის მაგალითი: თქვენ შეიტანეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე, ერთი წლის ვადით. ანაბრის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 10%-ს, დარიცხვა ხორციელდებოდა ყოველთვიურად, მათ შორის უკვე დარიცხულ პროცენტზე. მოცემულ შემთხვევაში, თქვენი მთლიანი შემოსავალი იქნება 1104.70 ლარი. (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მეტი იქნება ვიდრე 10.5%).

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროცენტის რთული დარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამ საკითხზე საგანგებოდ შეთანმხდებიან.

იხ. ასევე სტატია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ