აღსრულების ხანდაზმულობა
April 24, 2016
როგორ უნდა მოიქცეთ სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას?
August 6, 2016

პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები

ფინანსურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან აქტუალური საკითხია საქართველოს დღევანდელ რეალობაში, რაც უპირველესყოვლისა გამოწვეულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების არსებობით. ამის ნათელი ინდიკატორია მოვალეთა რეესტრი და მასში მოვალეთა ოდენობა, რომელიც მილიონს დიდი ხანია, რაც გადაცდა.

ფინანსური ორგანიზაციების პრობლემური აქტივების ზრდის პროპორციულად, იზრდება ასევე „ სესხების ამომღები კომპანიების“ რიცხვიც. ასეთი ორგანიზაციები დაკომპლექტებულია ყოფილი ძალოვანი სტრუქურების თანამშრომლებისგან, მათი მეთოდები არის ხისტი და ხშირ შემთხვევაში უკანონო. ისინი მიმართავენ ნებისმიერ საშუალებას ვალის ამოსაღებად, მათ შორის მუქარასა და რეკეტს. საბოლოო ჯამში, მათი საქმიანობა, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შორის, უფრო მეტ დაძაბულობისა და შიშს ბადებენ.

ქართულ ბანკებში მიღებული პრაქტიკის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრობლემური სესხი სპეციალურ სამსახურებს გადაეცემათ, რომლებიც პრობლემურ მსესხებელს სესხის დაბრუნებას აიძულებენ. თუმცა ბანკების საქმიანობა ამ მიმართულებით ნამდვილად დაჩრდილა სოკოებივით მომრავლებულმა ონლაინ სესხების კომპანიებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც ყველანაირ ხერხს მიმართავენ ვალის ამოსაღებად.

საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიები, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ არიან შპს ,,ტრიბა” და შპს ,,საკრედიტო ბიურო”. საერთო ჯამში ასეთი კომპანიების რაოდენობა ათზე მეტია, მათი უმრავლესობა ახალდაფუძნებულია და ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს ემსახურება.

იხ. გაგრძელება- როგორ უნდა მოიქცეთ სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას?

იხ. კონფიდენციალურობის დარღვევა.