პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება იმ დროიდან, როდესაც მხარეს უნდა შეესრულებინა კონკრეტული ვალდებულება და იგი არ შესრულდა.
მაგ: “A”-ს სესხის უნდა დაებრუნებნა 2016 წლის 15 ოქტომბრამდე, თუ იგი 2016 წლის 15 ოქტომბრის ბოლომდე არ შეასრულებს ვალდებულებას, დაიწყება პირგასამტეხლოს დარიცხვა 2016 წლის 16 ოქტომბრიდან.
პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების შესრულებამდე, თუ სესხის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის განსხვავებული რეგულაციები.
მაგ: ზოგიერთი ონლაინ სესხის კომპანია, სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრავს პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მსესხებელს ძირი თანხის 200%-ის ოდენობით, რის შემდეგაც პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება.
თუმცა ზოგიერთი სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს დათქმას, რომ „პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს აღსრულებამდე“, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება იმ მომენტამდე, სანამ ვალდებულება ნებაყოფლობით ან იძულებითი გზით იქნება შესრულებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ყველა შემთხვევაში იწყება ერთნაირად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების მომენტიდან, ხოლო პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტა დამოკიდებულია, სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრულ რეგულაციებზე.