ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
June 1, 2016
სესხის ხელშეკრულების შინაარსი
July 20, 2016

ონლაინ სესხები და დავები

ონლაინ სესხების კომპანიების რიცხვი ძალიან მომრავლდა ამ ბოლო პერიოდში. ასეთი ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები უზრუნველყოფს მომხმარებლებლისთვის ფინანსურ რესურსებზე მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას, თუმცა საქართველოში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აღნიშნული პროდუქტების გამოყენება ხდება არამიზნობრივად, კერძოდ მათი სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გადახდისუუნარონი არიან, ამავდროულად სესხის გამცემი ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იქცევიან, რაც იწვევს შემდგომში სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს მომხმარებლებისთვის, რადგან არსებობენ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც კაბალური პროცენტებისა და ა.შ. გამო ძალიან მძიმე სიტუაციაში ვარდებიან.

ამდენად, დღეს საკმაოდ პრობლემურია ონლაინ სესხების კომპანიათა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ონლაინ სესხების კომპანიები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, ონალაინ სესხების კომპანიებთან სასამართლო დავის შემთხვევაში, მომხმარებლის პოზიციებზე.

ჩვენ გავაანალიზეთ ონლაინ სესხების კომპანიების ხელშეკრულებები და სასამართლო გადაწყვეტილებები, ასეთი კომპანიების მონაწილეობით და მოგახსენებთ, რომ სასამართლო დავისას, მათი მოთხოვნა ძირითადად სამი მიმართულებისაა:

1.სესხის ძირი თანხის დაბრუნების მოთხოვნა;

2.სესხის პროცენტის მოთხოვნა (სესხის პროცენტი ზოგიერთი ონლაინ სესხების კომპანიის ხელშეკრულებების მიხედვით მოიხსენიება, როგორც სესხის საკომისიო);

3.პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

რა უნდა ვქნათ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის წინააღმდეგ?

სესხის ძირი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, თუ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, ხელშეუხებელია, მას სასამართლო აუცილებლად დააკმაყოფილებს, ამიტომაც ყველაზე კარგი გამოსავალი, აღნიშნული მოთხოვნის ცნობაა, რადგან ამ შემთხვევაში მსესხებელი შეძლებს სესხის ძირი თანხის შესაბამისი სასამართლო ხარჯების დაკისრების თავიდან აცილებას.

რა უნდა ვქნათ სესხის პროცენტის მოთხოვნის წინააღმდეგ?

ონლაინ სესხების კომპანიების მიერ განსაზღვრული სესხის პროცენტი (საკომისიო) შეუსაბამოდ მაღალია, მისი წლიური ოდენობა 1000%-საც კი აჭარბებს, საბედნიეროდ, არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მისი შემცირება შესაძლებელია ადეკვატურ ოდენობამდე, ამისათვის საჭიროა, მსესხებელმა შესაბამისი საკითხი დააყენოს სარჩელის შესაგებელში. იხ. მეტი ინფორმაცია პროცენტის შემცირების შესახებ.

რა უნდა ვქნათ სესხის პირგასამტეხლოს მოთხოვნის წინააღმდეგ?

სესხის პროცენტის მსგავსად პირგასამტეხლოს მიმართაც შესაძლებელია შესაგებლის დაყენება, პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ. არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თუ პირგასამტეხლოს ოდენობა სამართლიანობის სტანდარტს სცილდება, სასამართლო უფლებამოსილია მსესხებლის მოთხოვნით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. იხ. მეტი ინფორმაცია პირგასამტეხლოს შემცირებს შესახებ.

სწარფი სესხის გამცემ კომპანიათა რაოდენობა საკმაოდ დიდია. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობისგან, რომლებიც ეწევიან საეჭვო მომსახურებას ან კომპანიებთან, რომელთაც აქვთ მომხმარებელთა უარყოფითი გამოხმაურებები. ამ გვერდზე იხილავთ შედარებით სანდო კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც დაკრედიტების სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობენ. ჩვენ გირჩევთ, ონლაინ სესხების სწორედ მათგან აიღოთ.

ამავდროულად მოგიწოდებთ, სესხის აღებამდე გაეცნოთ ჩვენ ბლოგს, რომელშიც მოცემულია ამომწურავი ინფორმაცია სესხების შესახებ. თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სესხებთან, ამავდროულად შეგიძლიათ დაგვიკავშირდე და დაგვისვათ შეკითხვები, სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.