ელექტრონული კომერციის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის, რაც გამოწვეულია ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებითა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებით.
ამიტომაც ინტერნეტ მაღაზიის შექმნა კრიტიკული მნიშვნელობისაა ნებისმიერი სავაჭრო ობიექტისთვის, თუ მას სურს კონკურენციისა და ბაზარზე საკუთარი ადგილის შენარჩუნება.
მოიცავს ყველა ფუნქციას, რომელსაც საჭიროა ინტერნეტ მაღაზიის სრული დატვირთვით ასამუშავებლად:
ასეთი ტიპის საიტის ფასი 2500 ლარიდან იწყება
ნიმუშები:
ეს გახლავთ ინტერნეტ მაღაზიის ბიუჯეტური ვერსია, რომელსაც გააჩნია ყველა მინიმალური ფუნქცია, რაც საჭიროა მისი ფუნქციონირებისთვის, თუმცა ფინანსების ეკონომიის მიზნით, გარკვეული შეზღუდვებია, როგორც დიზაინის, ასევე გადახდის ფუნქციების კუთხით.
ასეთი ტიპის საიტის შექმნის ღირებულება იწყება – 1500 ლარიდან
ეს არის ყველაზე იაფიანი ვერსია, რომელშიც განსაზღვრულია პროდუქციის კატალოგი, თითოეული პროდუქტის შიდა გვერდი, თუმცა არ გააჩნია ონლაინ შესყიდვის ფუნქციები, ნაცვლად ამისა, შესაძლებელია შეკვეთის მიღება ტელეფონით ან ონლაინ ჩატის მეშვეობით.
ასეთი ტიპის საიტების დამზადება 1150 ლარი ღირს
სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, მომხმარებლები მარტივი ვიზუალის მქონე საიტებს ანიჭებენ უპირატესობას.
როგორც აღმოჩნდა, მინიმალისტური ვებ-გვერდი, სადაც მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციაა ასახული, უფრო სანდოდ და პროფესიონალურად აღიქმება.
ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტად გაამარტივოთ თქვენი საიტი. მოაშორეთ ყველა ლინკი, ვიდეო და ფოტო, რამაც შესაძლოა მომხმარებელს ყურადღება გაუფანტოს.
ალბათ შეგიმჩნევიათ, ონლაინ მაღაზიების უმეტესობას, საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში, კალათის ნიშნული აქვს. ეს ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად დაამატოს და შემდეგ დაათვალიეროს მისთვის საინტერესო ნივთები კალათაში.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია თქვენს ონლაინ მაღაზიაში. გამოკვეთეთ ის მარტივი ნიშნულით (აიქონით) და მკვეთრი, ადვილად შესამჩნევი ფერით.
მომხმარებელთან ურთიერთობისას, გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია მარტივად, შესამჩნევ ადგილას მიუთითოთ პროდუქტის ფასი.
თუ შეეცდებით ის დამალოთ, ან რთულად ხელმისაწვდომი გახადოთ მომხმარებლისთვის, დიდი შანსია, რომ დაკარგოთ იგი.
გარკვევით უნდა იყოს მითითებული ადგილზე მიტანის ფასი და პირობებიც. თუ ვიზიტორი მხოლოდ ბოლო ეტაპზე გაიგებს, რომ კიდევ დამატებითი გადასახადი ემატება, შესაძლოა კალათა მიატოვოს.
ონლაინ-მომხმარებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი ისაა, რომ არ იციან, თუ როგორ გამოიყურება ნივთი რეალურად. ამ პრობლემის გადაჭრა მაღალი გაფართოების, პროფესიონალური ფოტოებით შეგიძლიათ.
გადაუღეთ პროდუქტს ხარისხიანი ფოტოები, წარმოაჩინეთ ისინი ყველა მხრიდან, მაქსიმალური ეფექტისთვის. უხარისხო, ან სულაც არა-ორიგინალი ფოტოები მომენტალურად დაგიკარგავთ სანდოობასა და პროფესიონალიზმს თქვენი კლიენტების თვალში.
მომხმარებლების 61% ტრანზაქციის დასრულებამდე პროდუქტის შეფასებას ეცნობა. მიეცით საშუალება თქვენს მომხმარებებს დატოვონ კომენტარი უშუალოდ თავიანთი შენაძენის შესახებ.
თუ ცოტა პროდუქტი, ან რაიმე კონკრეტული სერვისი გაქვთ, შეგიძლიათ ერთი გვერდი დაუთმოთ შეფასებებს.
მომხმარებელი მარტივად უნდა ახერხებდეს თქვენს საიტზე ნავიგაციას. ამისათვის, აუცილებელია პროდუქტები სწორ კატეგორიებად იყოს დახარისხებული. გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია, რომ მომხმარებელმა, რომელიც კონკრეტული პროდუქტისთვის შემოდის თქვენს საიტზე, მარტივად მიაგნოს მას.
მიეცით მომხმარებელს საშუალება სასურველი პარამეტრის მიხედვით გაფილტროს პროდუქცია. მაგალითად, ტანსაცმლის შემთხვევაში ვიზიტორს უნდა შეეძლოს პროდუქტების ფერის, ზომის, ბრენდის ან ფასის მიხედვით გაფილტვრა.
შესაძლოა ეფექტური იყოს იმის მითითებაც, რომ რომელიმე პროდუქტი ამ ეტაპზე გაყიდვაში აღარ არის, ან მისი მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობაა დარჩენილი. ეს ინფორმაცია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი მომხმარებლისთვის. მას ეცოდინება, რომ თუ ახლავე არ იყიდის პროდუქტს, შესაძლოა რამდენიმე საათში საერთოდ ვეღარ შეძლოს მისი შეძენა.
თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვა აქვს თქვენს კომპანიასთან, მან მარტივად უნდა შეძლოს პასუხის მიღება. შექმენით კონტაქტის გვერდი, ან საიტის ბოლო, ქვედა ნაწილში მიუთითეთ ის.
გამოიყენეთ რამდენიმე საკომუნიკაციო ფორმა – მაგალითად: ტელეფონი, ფეისბუქ-მესენჯერი და ელექტრონული ფოსტა. არ დაგავიწყდეთ სამუშაო საათებიც – მომხმარებელმა უნდა იცოდეს, როდის ელოდოს პასუხს.
არაფერი ისე არ აიძულებს მომხმარებელს მიატოვოს თავისი კალათა, როგორც რთული გადახდის სისტემა.
პირველ რიგში, მიეცით მომხმარებელს საშუალება რეგისტრაციის გარეშე დაასრულოს ტრანზაქცია. დიახ, რეგისტრაცია მეტ ინფორმაციას მოგცემდათ მის შესახებ, თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგ მომხმარებელს უბრალოდ არ უნდა, რომ ეს ინფორმაცია თქვენ გქონდეთ. მოითხოვეთ მხოლოდ აუცილებელი მონაცემები – სახელი, გვარი, მისამართი, საბანკო და საკონტაქტო მონაცემები.
როდესაც მომხმარებელი შეძენას დაასრულებს, ის ე.წ. მადლობის გვერდზე უნდა გადავიდეს. ასე, ვიზიტორი რწმუნდება, რომ მისი შეკვეთა მიღებულია. აქვე, შეგიძლიათ შესთავაზოთ დამატებითი პროდუქტები, მისი პირველი შენაძენიდან გამომდინარე.
ვებსაიტის დამზადებისას მნიშვნელოვანია აქცენტი გავაკეთოთ მობილურ მოწყობილობებზე.
მნიშვნელოვნაია თქვენი ვებ-გვერდი გამართულად მუშაობდეს ნებისმიერ პლატფორმაზე, პირველ რიგში კი – მობილურ ტელეფონზე.
ამ ნაბიჯის უგულებელყოფა, კომპანიის მხრიდან, ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი გადაწყვეტილება იქნება.