რჩევები ონლაინ სესხის აღებისას
January 11, 2016

რატომ ურჩევნიათ ქართველებს სწრაფი ონლაინ სესხები?

ფინანსურმა პორტალმა topsesxi.com -მა ამ წლის თებერვალში ჩაატარა კვლევები, რომელთა მიზანი იყო ქართველების ცნობიერების დონის განსაზღვრა არასაბანკო სესხების სფეროში და იმის დადგენა, თუ რატომ ამჯობინენდნენ ქართველები საბანკო სესხის აღებას, სწრაფ ონლაინ სესხებს.

„მომხმარებლის აზრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იგი ჩვენს პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება. გამოკითხვის შედეგად, ჩვენ გავარკვიეთ ხალხის შეხედულება პასუხისმგებლობით სესხებაზე და განვსაზღვრეთ მათი ცოდნა არასაბანკო სესხების შესახებ“ – აცხადებს topsesxi.com-ის მთავარი რედაქტორი ბატონი კაზლაუსკა.

გამოკვლევების შედეგები

გამოკვლევა გვიჩვენებს რომ რესპოდენტთა 65% კმაყოფილია სწრაფი სესხების მომსახურებით არასაბანკო სფეროდან.

რესპოდენტთა ნახევარზე მეტი (53%) რეკომენდაციას გაუწევდნენ არასაბანკო სესხებს საკუთარ მეგობრებთან და ახლობლებთან. ასევე გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ზოგადად სწრაფი სესხების სერვისის არსებობა საჭიროა საზოგადოებისათვის.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ძირითადი მიზეზი,რატომაც მომხმარებელი სარგებლობს არასაბანკო სესხებით, არის მათი მიღების სისწრაფე (გამოკითხულთა 29% ასახელებს ამ მიზეზს).

გამოკითხულთა 18% არასაბანკო სესხით იმიტომ სარგებლობს, რომ მათ ბანკმა განუცხადა უარი. ამასთან, გამოკითხულთა 16% პროცენტი ძირითად მიზეზად ასახელებს იმ ფაქტორს, რომ არასაბანკო სესხს ღებულობს უფრო დაბალი შემოსავლის ქონის ფონზე.

მომხმარებელთა 15%-ს ურჩევნია ონლაინ სესხი, რადგან ხშირად პირველი სესხი უპროცენტოა. 12% ასეთი მიზეზად ასახელებს ინტერნეტის მეშვეობით სესხის აღების ხელმისაწვდომობას.

როგორ არჩევენ მომხმარებლები სწრაფ ონლაინ სესხებს?

გამოკითხულ მომხმარებელთა 40%-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, არის თუ არა პირველი სესხი უპროცენტო, 29% ყურადღებას აქცევს რამდენად დაბალია სესხის პროცენტი, 16%-სთვის გადამწყვეტი ფაქტორია ხელმისაწვდომი თანხის ოდენობა. 11% აცხადებს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სესხის აღების გამჭირვალობა და სესხის პირობებია.

გამოკითხვის მიზანი იყო ასევე გაგვერკვია, რამდენად პასუხისმგებლიანად ეკიდებიან სესხის დაბრუნების საკითხს მომხმარებლები. რესპოდენტების 88% დიდ ყურადღებას აქცევს თანხის უკან დაბრუნების საკითხს.

სწრაფი სესხების მიზნობრიობა

გამოკვლევა გვეხმარება იმის გაგებაში, ძირითადად რა მიზნით იღებენ არასაბანკო სესხებს მომხმარებლები. მომხმარებელთა 30% ამას აკეთებს ყოველდღიური შენაძენებისთვის, 13% – დაუგეგმავი შენაძენებისთვის, 10% – სამედიცინო ხარჯებისთვის, 37% – სხვა ხარჯებისთვის.

გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, topsesxi.com განაგრძობს ფინანსური პრობლემების მიმოხილვას და შესაბამისი რჩევების მიწოდებას მოსახლეობისთვის.

topsesxi.com-მა სწრაფი არასაბანკო სესხების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა ამ წლის თებერვალში. გამოკითხვა ჩატარდა ინტერნეტის მეშვეობით და მასში მონაწილეობა მიიღო 1,073 ქართველმა, 18-74 ასაკის ფარგლებში.  უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შედეგების შესახებ ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს – topsesxi.com

topsesxi.com არის დამოუკიდებელი ფინანსური მედია პორტალი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს 2015 წლიდან. მისი მიზანია მოსახლეობისთვის რჩევებისა და ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის არასაბანკო სესხებზე. მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ საიტს.

თქვენ შესაძლოა ასევე დაგაინტერესოთ სტატიამ, როგორ გავუმკლავდეთ ფინანსურ სირთულეებს?