სესხის პროცენტი
May 24, 2016
მიკროსაფინანსოების სესხის პროცენტის შემცირება
May 29, 2016

კანონით დადგენილი სესხის პროცენტი

ამ სტატიაში საუბარი იქნება, სესხის ხელშეკრულების მხარეების მიერ, კანონით დადგენილი სესხის პროცენტზე მეტი ოდენობის განსაზღვრის შედეგებზე.

ზოგადი წესის თანახმად, სესხის პროცენტის ოდენობის საკითხი არ არის რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

ის გარემოება, რომ მხარეები კანონით დადგენილ პროცენტზე უფრო მაღალ ოდენობაზე შეთანხმდნენ, არ უნდა იწვევდეს თავად  სესხის  ხელშეკრულების ბათილობას.

სესხის პროცენტის ლიმიტი არ წარმოადგენს ისეთი კანონის აკრძალვას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის ბათილობის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს.

გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ სასამართლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მიიღებს გადაწყვეტილებას, საპროცენტო განაკვეთის დადგენილი პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

იმის ალბათობა, რომ გამსესხებელმა შეიძლება მსესხებლის რთული მატერიალური ან ზოგჯერ უმწეო მდგომარეობითაც კი ისარგებლოს და იგი დაიყოლიოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის დაწესებაზე, უსათუოდ საჭიროებს სასამართლოს ჩარევას. თუმცა, თუკი ასეთ გარიგებას ბათილად მივიჩნევთ, ჩვენ ანალოგიურ უსამართლობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე გამსესხებლის მიმართ, კერძოდ გამსესხებელს ხომ შეეძლო სესხის ხელშეკრულების დადების ნაცვლად ფული სარგებელის მისაღებად სხვაგვარად გამოეყენებინა.

აღნიშნული მიდგომას არ იზიარებს არსებული სასამართლო პრაქტიკა. უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეზე განმარტავს, რომ კანონით დადგენილი საპროცენტო ოდენობის უგულებელყოფის შემთხვევეაში, სესხის ხელშეკრულება ბათილია, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 62-ე და 327-ე მუხლებიდან გამომდინარე რადგან პროცენტის თაობაზე მხარეთა შეთანხმება წარმოადგენს ასეთი სესხის არსებით პირობას და მხარეები არ დადებდნენ აღნიშნულ ხელშეკრულებას პროცენტის ამგვარად განსაზღვრის გარეშე. (იხ. სუსგ. ას-1260-1501-05  და  N-3k/809-01). 

იხ. სტატია სესხის პროცენტის შემცირებაზე.